2015 წლის 27 მარტს, გაიმართა სომეხთა გენოციდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საკოორდინაციო რეგიონული - საქართველოს კომიტეტის მორიგი გასვლითი სხდომა, რომელიც შეიკრიბა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალქალაქის გამგეობის შენობაში.
|
დაწვრილებით...
|
|
საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში, 2015 წლის 21 მარტს, საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირის ინიციატივით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის მხარდაჭერით, გაიმართა კლასიკური მუსიკის კონცერტი, რომელიც მიეძღვნა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას. ღონისძიბის მთავარი ინსტრუმენტი იყო ვიოლინო, შემსრულებლები კი - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორ, სიმებიანი მუსიკის კათედრის გამგე ერნსტ არაქელოვის ბაკალავრიატის მე -3 კურსის სტუდენტი სტელა მკრტჩიანი და პირველი კურსის მაგისტრანტი მარიანა კირაკოზოვა.
|
დაწვრილებით...
|
მიმდინარე წლის 21 მარტს, აღინიშნა პირველი სომეხი კათოლიკოსის წმინდა გრიგოლ განმანათლებლის დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ხორ ვირაპში გრიგოლ განმანათლებლის წამების მოსახსენიებლად. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს სომეხთა ეპარქიის "სურბ ეჯმიაწინ" ეკლესიაში, ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით აღევლინა საღმრთო ლიტურგია. ქრისტიანული ეკლესიის წმინდანის დღესასწაულზე გაიხსნა ეკლესიის საკურთხეველი და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა მიეცათ.
|
დაწვრილებით...
|
საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზმა, მიმდინარე წლის 19 მარტს, მიიღო თბილისის 104-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, ადმინისტრაცია. სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ჰოვანეს შირაზის პატრიოტული ლექსები სკოლამ მიუძღვნა პოეტის დაბადების 100 წლისთავს. ლიტერატურულ- მუსიკალური მონტაჟი ინიცირებული იყო სომხური ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილ პედაგოგ კარინე ჰოვანისიანის მიერ. მონაწილეობდნენ მე -10 კლასის მოსწავლეები. ღონისძიება წარდგენილი იყო სკოლის სააქტო დარბაზში და ისეთი შთაბეჭდილება დატოვა და გამოძახილი იმდენად დიდი იყო, რომ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექტორის შეთავაზებით ის წარდგენილ იქნა თბილისის სომხური სათვისტომოს გაცილებით ფართო საზოგადოების წინაშე.
|
დაწვრილებით...
|
2015 წლის 14 მარტს, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის რეზიდენციაში გაიმართა საქართველოს სომხურენოვანი საჯარო სკოლების ხელმძღვანელთა შეხვედრა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვართან მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ მარნეულის რაიონის მირზოევკის, ჩანახჩის, შაუმიანის პირველ და მესამე, ბოლნისის რაიონის ბოლნის-ხაჩენის და კიანეთის, თეთრიწყაროს რაიონის სამშვილდის, ასევე დედაქალაქ თბილისის 103-ე და 104-ე საჯარო სკოლების დირექტორები და სასწავლო ნაწილის გამგეები. შეხვედრას ესწრებოდა ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორი ევგენია მარკოსიანი.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 171 172 173 174 175 176 177 178 179 180 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 174, სულ 280 |