2015 წლის 12 თებერვალს, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით, ახალციხის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა ღევონდ თოფაშიანმა, წმინდა ვარდანანც - ვარდან მამიკონიანისა და 1036 მოწამის, ხსენების დღესთან დაკავშირებით აღავლინა საღმრთო ლიტურგია. ლიტურგიის დროს დიაკვანმა გევორგ ანტონიანმა მის პირველ ქადაგებაში ისაუბრა რწმენისა და სამშობლოსათვის წმინდა ვარდანისა და მისი მომხრეების წამების საიდუმლოზე და ქადაგება დაასრულა სომეხი ერისთვის დაბედებული ჯვრის არარატზე აღმართვის სურვილით.
|
დაწვრილებით...
|
|
საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზი პატარა იყო გამოფენის ყველა დამთვალიერებლის მისაღებად, გამოფენა კი, მართლაც, საინტერესო იყო, მონატრებული, თბილი გრძნობების აღმძვრელი...
|
დაწვრილებით...
|
მიმდინარე წლის 1 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენელთა შეხვედრა პარტია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ალასანიასთან. შეხვედრა ორგანიზებული იყო "პოლიტიკური მონაწილეობა დიალოგის გზით" პროექტის ფარგლებში, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით.
|
დაწვრილებით...
|
საქართველოს სომხებს შორის ცნობილმა პიროვნებამ, ღვაწლმოსილმა ქორეოგრაფმა მთელი მისი ზრდასრული ცხოვრება მიუძღვნა დიასპორაში სომხური კულტურის შენარჩუნებისა და განვითარების საქმეს. ცხონებული „ცეკვის მიშა“ მის მისიას ხედავდა ნორჩ თაობაში სომხური ქორეოგრაფიისადმი სიყვარულის გაღვივებაში, მათთვის ამაყი, შინაარსით პატრიოტული, ასევე ნაზი და მოხდენილი სომხური ცეკვის სწავლებაში. თუმცა, 1994 წელს დამნაშავის მიერ თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხურ დრამატულ თეატრში ორგანიზებული აფეთქება საბედისწერო გახდა. აფეთქების მსხვერპლი გახდა პოპულარული ქორეოგრაფი მიქაელ ჰოვსეფიანი ...
|
დაწვრილებით...
|
საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით და სიყვარულით აღინიშნება სურბ სარგის მხედართმთავრის, მისი ვაჟის - მარტიროსისა და მათი 14 თანამებრძოლის ხსენების დღე. დღესასწაული მოძრავია, წელს აღინიშნება 31 იანვარს, ენთუზიაზმი კი შეიმჩნევოდა წინასადღესასწაულო ცერემონიის დროს. სურბ სარგისის დღესასწაული ერთ-ერთ უნიკალურ დღესასწაულთაგანია, რომელიც ათი ათასობით არა მხოლოდ სომეხ, არამედ სხვა ეროვნების ახალგაზრდებს აერთიანებს სომეხთა ეკლესიის გარშემო. ასე იყო ასევე წელს.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 171 172 173 174 175 176 177 178 179 180 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 179, სულ 280 |