კვლავ ბრეინრინგის სტილით მოწყობილ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიმართა ტურნირის ფინალური შეხვედრა. სამი თვის განმავლობაში თითქმის ყოველ შაბათ დღეს იმართებოდა შეხვედრა და ტურნირში ერთვებოდნენ ახალ-ახალი გუნდები. ლოგიკურ აზროვნებასა და თანმიმდევრულ მსჯელობაზე დამყარებული ექვსი ზოგადი და ამდენივე სომხური ენის, ისტორიისა და კულტურის შესახებ შეკითხვა, რომლებსაც ყურადღებით არჩევდა და კონკურენტებს წარუდგენდა ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი არტაკ აივაზიანი, მიზნად ისახავდა მონაწილეთა ცოდნის სიღრმის გამოვლენასა და დამსწრეთა ცოდნის შევსებას.
|
დაწვრილებით...
|
|
მიმდინარე წლის 23 იანვარს თბილისში გაიმართა ქრისტიანული ერთობისათვის ყოველწლიური ეკუმენური ლოცვა. ამჯერად ლოცვა გაიმართა ლუთერანულ ეკლესიაში და ლოცვის დევიზი იყო "წყალი მიეცი". ეკუმენურ ლოცვაში მონაწილეობდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, საქართველოს ევნაგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის წინამძღოლი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ჰანს-იოახიმ კიდერლენი, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვრები ეპისკოპოსები მერაბ გაფრინდაშვილი და რუსუდან გოცირიძე. ლოცვაში მონაწილეობდნენ როგორც ზემოაღნიშნული, ასევე სხვა ეკლესიებისა და კონფესიების წარმომადგენელი სასულიერო პირები და მორწმუნეთა ჯგუფები. ლოცვაზე იმყოფებოდნენ ასევე საქართველოს ისლამური საზოგადოების წარმომადგენლები.
|
დაწვრილებით...
|
მიმდინარე წლის 21 იანვარს, თბილისის „სურბ ეჯმაწინ“ ეკლესიაში შესრულდა პანაშვიდის ცერემონია, სანთლები დაინთო 19 იანვარს გარდაცვლილი 6 თვისსერიოჟაავეტისიანის და 12 იანვარს გიუმრიში სასტიკად დახოცილი ავეტისიანების ოჯახის სხვა წევრების ხსოვნისათვის.
|
დაწვრილებით...
|
მიმდინარე წლის 18 იანვარს თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში საკვირაო საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით შესრულდა გიუმრიში დახოცილი ავეტისიანების ოჯახის 6 წევრის ხსოვნის პანაშვიდი.
|
დაწვრილებით...
|
2015 წლის პირველი საუფლო დღესასწაული, შობისა და ნათლისღების დღესასწაული, საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა საზეიმო ცერემონიალით. 5 იანვარს საღამოს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში აღევლინა „ჭრაგალუიცის“ წმინდა წირვა.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 171 172 173 174 175 176 177 178 179 180 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 180, სულ 280 |