1geo

fb you od

საქართველოს კომიტეტის გასვლითი სხდომა ჯავახეთში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMG 7779
 

2015 წლის 27 მარტს, გაიმართა სომეხთა გენოციდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საკოორდინაციო რეგიონული - საქართველოს კომიტეტის მორიგი გასვლითი სხდომა, რომელიც შეიკრიბა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალქალაქის გამგეობის შენობაში.

კომიტეტის თბილისიდან ჩასულ წევრებს ახალქალაქში შეუერთდნენ კომიტეტის ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის რაიონების წევრები, საქართველოს პარლამენტის ეთნიკურად სომეხი დეპუტატები სამველ პეტროსიანი და ჰენზელ მკოიანი, ასევე საკრებულოებისა და გამგეობების თავმჯდომარეები.

კომიტეტის წევრებს ახალქალაქისსურბ ხაჩეკლესიაში დახვდა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანი, შემდეგ წმინდა ტაძარში აღევლინა სომეხთა გენოციდის უდანაშაულო მსვერპლთა ხსოვნის პანაშვიდის ცერემონია.

სხდომის სამუშაოს დაწყებამდე, კომიტეტმა ადგილობრივსურბ ხაჩეკლესიაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარსა და სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალურ ვიკარიუსთან ერთად გამართეს სომეხთა გენოციდის უდანაშაულო მსვერპლთა ხსოვნის პანაშვიდი.

გასვლითი სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. წინამძღვარმა ისაუბრა ჩატარებულ სამუშაოებზე და დაწვრილებით წარადგინა მოღვაწეობის მომავალი გეგმები.

საქართველოს პარლამენტის ეთნიკურად სომეხმა დეპუტატებმა კომიტეტის წევრებს გააცნეს მათ მიერ ჩატარებული სამუშაოები.

კომიტეტის წევრებმა დეპუტატებს მოუწოდეს სომეხთა გენოციდის აღიარებისა და დაგმობის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებასთან სამუშაოს გაგრძელებისკენ.

ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონების ხელმძღვანელებმა სხდომის მონაწილეებს გააცნეს აღნიშნულ რაიონებში დაგეგმილი ღონისძიებები.

კომიტეტის თავმჯდომარემ დამსწრეებს აცნობა, რომ ქველმოქმედთა სახსრებით დაიბეჭდა ფოტოები და დამზადდა დროშები და ისინი გადასცა რაიონებს, რათა ადგილებზე საჭიროებისამებრ მოეწყოს გენოციდის დანაშაულის ამსახველი ფოტოგამოფენა. სხდომის მსვლელობისას კომიტეტის წევრმა ლევონ ჩიდილიანმა სომეხთა გენოციდის ეპიზოდების ამსახველი ფოტოსურათების კომენტირება მოახდინა და განმარტა მათი გამოფენის წესი.

სხდომის მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა სხდომის მონაწილეებს წარუდგინეს ნინოწმინდისა და ახალქალაქის საზოგადოების მიერ აგროვებული ხელმოწერები - ადგილობრივი გამგეობებისათვის წარსადგენად და რაიონულ დონეზე სომეხთა გენოციდის აღიარებისა და დაგმობის მოსათხოვად.

სხდომის მსვლელობისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ საკითხს, რომ სომეხთა გენოციდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საკვანძო იდეოლოგიად უნდა იქცეს ხსოვნა, მოთხოვნა, მადლიერება და აღორძინება. სხდომაზე განხილულ იქნა ასევე ღონისძიებების ჩატარების მატერიალური ხარჯების საკითხი.

შთამბეჭდავი იყო ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის, საკუთარი ხელით დამზადებული კესანეს ნიშნებიანი, აღსაზრდელების მიერ გენოციდის დაგმობის საბავშვო მოთხოვნით ბუკლეტების დარიგება სხდომის მონაწილეთათვის.

სხდომის შემდეგ დამსწრეები ეწვივნენ ახალქალაქის ახალგაზრდულ ცენტრს. შენობასთან სტუმრებს დახვდა სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინატორი არტაკ გაბრიელიანი. სტუმრებმა დაათვალიერეს ახალგაზრდული ცენტრის შენობა, შემდეგ დაესწრნენ მხატვრული კითხვის წრის ლიტერატურულ-მუსიკალურ ღონისძიებას.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მაღალი შეფასება მისცა ახალგაზრდული ცენტრის პატრიოტულ საქმიანობას და მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)