1geo

fb you od

ფლეშმობი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსთან PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

13301314 

2016 წლის 2 ივნისს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის მიერ სომეხთა გენოციდის ცნობის რეზოლუციის მიღების უშუალო რეაქცია იყო თბილისში საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ინიციატივით მადლიერების ფლეშმობის გამართვა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსთან .

დაწვრილებით...
 
დიაკვნობის გამოცდა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Joghov 

2016 წლის 3 ივნისს, სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II-ის, კურთხევით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის, განკარგულებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში ჩატარდა დიაკვნობის გამოცდა. გამოცდა ჩატარდა მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის გევორგიან სასულიერო სემინარის მე-4 აუდიტორიის 2014-2015 სასწავლო წლის სახელმწიფო გამოსაშვები დიაკვნობის გამოცდის კითხვარით. გამოცდას აბარებდნენ სტიქაროსანები ჰოვსეფ ჩირახიანი, გევორგ ანტონიანი (თბილისის „სურბ გევორგ“ საკთედრო ეკლესია), ოთარ გიგაური (თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესია) და მედავითნე პეტროს გასპარიანი (ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესია).

დაწვრილებით...
 
საკათედრო „სურბ გევორგმა“ უმასპინძლა ბავშვებს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

St.gevorg 

2016 წლის 1 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის ეზოში მოწყობილი ხატვის საქველმოქმედო კონკურსი მიეძღვნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ღონისძიება ორგანიზებული იყო ფონდ "სომხეთის განვითარების ინიციატივების" და საქართველოს "მხარდაჭერა" საგანმანათლებლო ასოციაციის ინიციატივით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის მხარდაჭერით.

დაწვრილებით...
 
საიათნოვას ტრადიციული „ვარდატონი“ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMGP0216 

2016 წლის 29 მაისს, თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის მიმდებარე გორგასლის მოედანზე გაიმართა საიათნოვას 102-ე ტრადიციული „ვარდატონი“ (ვარდების ზეიმი).

დაწვრილებით...
 
სომხური კულტურა შავი ზღვის ქვეყნების უნივერსიტეტში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

glxavor 

შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო უნივერსიტეტი ნამდვილად მრავალეთნიკური ოჯახია, სადაც სწავლობენ მსოფლიოს 20 ქვეყნის სხვადასხვა ერების წარმომადგენელი ახალგაზრდები. სტუდენტების ცხოვრება აქ არ შემოიფარგლება ცოდნის სამყაროში ჩაღრმავებით. აქ ტარდება მრავალი სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიება. უკვე ტრადიციად არის ქცეული სხვადასხვა ხალხების კულტურისა და ეროვნული სხვა თავისებურებებისადმი მიძღვნილი ფესტივალები.

დაწვრილებით...
 
<< თავი < წინა 121 122 123 124 125 126 127 128 129 130 შემდეგ > ბოლო >>

გვერდი 126, სულ 280