1geo

fb you od

სომხური კულტურა შავი ზღვის ქვეყნების უნივერსიტეტში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

glxavor 

შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო უნივერსიტეტი ნამდვილად მრავალეთნიკური ოჯახია, სადაც სწავლობენ მსოფლიოს 20 ქვეყნის სხვადასხვა ერების წარმომადგენელი ახალგაზრდები. სტუდენტების ცხოვრება აქ არ შემოიფარგლება ცოდნის სამყაროში ჩაღრმავებით. აქ ტარდება მრავალი სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიება. უკვე ტრადიციად არის ქცეული სხვადასხვა ხალხების კულტურისა და ეროვნული სხვა თავისებურებებისადმი მიძღვნილი ფესტივალები.

2016 წლის 23 მაისს, თბილისის შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა მესამე კულტურული ფესტივალი. ფესტივალის ფარგლებში, უნივერსიტეტის სხვადასხვა ერების სტუდენტები წარსდგნენ ეროვნული ჩაცმულობით, მოამზადეს თავიანთი ქვეყნების ღირშესანიშნაობების სპეციალური სტენდები, დასაგემოვნებლად წარმოადგინეს ეროვნული კერძები.

ამ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს 36 სომეხი ახალგაზრდა. ფესტივალზე სომეხი სტუდენტობა წარსდგა სომხური კუთხით. განსაკუთრებით მდიდარი და მრავალფეროვანი იყო სტენდი, სადაც წარმოდგენილი იყო სომხური ხალხური საკრავები, ხალიჩები, სურათები. სურნელოვან და მდიდარ სამზარეულო საექსპონატო მაგიდას ამშვენებდა სომხური ტოლმა, სომხური ქადა, შაქარ-ლოხუმი, სურნელოვანი ლავაში, პური ჟინგიალით, სუჯუხი, ბასტურმა და სხვა.

შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო უნივერსიტეტის სომეხ სტუდენტებს, სომხური კულტურის სათანადო დონეზე წარდგენაში, მხარდაჭერა აღმოუჩინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრმა და ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილებამ. მიუხედავად უამინდობისა და კოკისპირული წვიმისა, ცენტრის დირექტორის, ლევონ ჩიდილიანის, იურიდიული განყოფილების დირექტორის, მიხეილ ავაგიანისა და სტუდენტებთან სამუშაოების კოორდინატორ ნინა სეროპოვას ხელმძღვანელობით, სომხური სექტორი გამოვიდა პატარა კონცერტით. ყველა სომხურმა ნომერმა დაიმსახურა მაყურებელის თბილი მიღება, ტრადიციული წრიული ცეკვა ცნობილ იქნა ფესტივალის ერთ- ერთ საუკეთესო ცეკვად.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ასევე სხვადასხვა გასართობი თამაში, კონკურსი, ფოტო-გამოფენა.

2 5 13 14 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)