2016 წლის 15 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწემ, არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიასთან მოქმედ "ჰაიარტუნ" ცენტრის ოფისში მიიღო საქართველოში უკრაინის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ნაზაროვი.
|
დაწვრილებით...
|
|
ცნობილი მინიატურისტის, გოჰარ ჰაკობიანის, ინტერესთა სამყარო უსაზღვროა - ახლის აღმოჩენის ერთგულებითა და მისწრაფებით. ეროვნული დიდი სიყვარულით გამსჭვალული სომეხი ქალბატონი თავის სამშობლოზე უფრო მეტის გაგების, ახლის აღმოჩენის ძიებაშია. მისი ინტერესების გზამ ამჯერად სომხეთის რესპუბლიკის არაგაწოტნის, ვაიოც ძორის, სიუნიქის რეგიონებამდე მიაღწია . რეგიონების ისტორიის შესწავლის გარდა, გოჰარ ჰაკობიანის სურვილი იყო თავისი ნანახის, ნათელი შტაბეჭდილებების, განუმეორებელი სიმშვენიერის გაზიარება თანამემამულეთათვის, სულ მცირე სლაიდების მეშვეობით.
|
დაწვრილებით...
|
2016 წლის 11 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზი ნაირფერი ყვავილებით მორთულ მშვენერ სკვერად იყო ქცეული, სადაც წარმოდგენილი იყო სომხეთის რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწის, პროფესორ სუსანა მკრტჩიანის რელიეფური ფერწერის 35 ნამუშევარი. მხატვარი თბილისელი ხელოვნების მოყვარული საზოგადოების წინაშე წარსდგა ბარელიეფური ნამუშევრებით, ძირითადად „ყვავილების“ ნახატების სერიით.
|
დაწვრილებით...
|
2016 წლის 11 ივნისს, წმინდა გრიგორ განმანათლებლის წმინდა ნაწილების აღმოჩენის „გიუტ ნშხარაცის“ დღესასწაულზე, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მარნეულის რაიონის დაბა შაუმიანის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიაში აღევლინა საღმრთო ლიტურგია.
|
დაწვრილებით...
|
2016 წლის 4 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრს სტუმრობდნენ „არეგნაზან“ სასწავლო კომპლექსის ანუ ერევნის ვოლდორფის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები, მასწავლებლებთან ერთად.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 121 122 123 124 125 126 127 128 129 130 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 125, სულ 280 |