1geo

fb you od

საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იური ვარდანიანის პირველი ვიზიტი სამცხე-ჯავახეთში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

jv
მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბატონი იური ვარდანიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვართან, მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანთან ერთად ეწვია სამცხე-ჯავახეთის მხარეს. ეს ბატონი ვარდანიანის პირველი ვიზიტი იყო სომხებით დასახლებულ რეგიონში და მას ჰქონდა გაცნობითი ხასიათი. ელჩს თან ახლდა საქართველოში სრ კონსული ანაიტ ბარსეღიანი და ელჩის მრჩეველი კარენ მელიქიანი.

დაწვრილებით...
 
საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის რეზიდენციაში გაიმართა საეკლესიო საბჭოს მორიგი შეხვედრა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

meeting of the Board of religions

2014 წლის 3 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის რეზიდენციაში გაიმართა საეკლესიო საბჭოს მორიგი შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა არქიეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის პრეზიდენტი ეპისკოპოსი მერაბ გაფრინდაშვილი, საქართველოს ევნაგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის წინამძღოლი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი  ჰანს-იოახიმ კიდერლენი და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი.

დაწვრილებით...
 
„ჰაიარტუნ“ თასის მფლობელი გახდა თბილისის 84-ე სკოლის ახალგაზრდა ფეხბურთელთა გუნდი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Hayartun cup 

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების (დირექტორი: ვალერი ბადალიანი) ინიციატივითა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის მხარდაჭერით დედაქალაქის სკოლებს შორის ჩატარდა „ჰაიარტუნ“ თასის გათამაშების ფეხბურთის ტურნირი. ტურნირში მონაწილეობის განაცხადი წარადგინეს თბილისის 81-ე, 84-ე, 92-ე, 96-ე, 98-ე და 104-ე საჯარო სკოლების IX-XI კლასების მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა ახალგაზრდა ფეხბურთელთა გუნდებმა.

დაწვრილებით...
 
მხატვრული წრის ღია გაკვეთილი საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

DSC0s1226 

მიმდინარე წლის 27 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში ჩატარდა მხატვრული კითხვის წრის ღია გაკვეთილი (წრის ხელმძღვანელი: პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატულ თეატრის მსახიობი სამველ ელბაკიანი). გაკვეთილი მიეძღვნა შემოდგომას. წელიწადის ამ დროზე მღეროდნენ და მას სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს უძღვნიდნენ სომეხი პოეტები. პედაგოგის დაუზარავი შრომის შედეგად ცამეტმა სომეხმა მოზარდმა დარბაზში შეკრებილებს უბოძა სომხური ლიტერატურის ბრწყინვალე ნაწარმოებების მხატვრული კითხვა.

დაწვრილებით...
 
არმენ რონოვის „ზამთრის ვაშლი“ ფილმის პრეზენტაცია „ჰაიარტუნ“ ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

film

2014 წლის 23 ნოემბერსაქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა ცნობილი რეჟისორისა და ანიმატორის არმენ რონოვის ზამთრის ვაშლი“ ფილმის პრეზენტაცია.

დაწვრილებით...
 
<< თავი < წინა 181 182 183 184 185 186 187 188 189 190 შემდეგ > ბოლო >>

გვერდი 184, სულ 280