1geo

fb you od

თბილისში დიდი პომპეზობით აღინიშნა სრ დამოუკიდებლობის 22 წლისთავი და "ჯეირან“ ქორეოგრაფიული ანსამბლის 10 წლის იუბილე PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

jeyran10

21 სექტემბერს თბილისის "Arthall" საკონცერტო დარბაზში დიდი პომპეზობით აღინიშნა სრ დამოუკიდებლობის 22 წლისთავი და საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჯეირან“ ქორეოგრაფიული ანსამბლის 10 წლის იუბილე. საიუბილეო ღონისძიებინიცირებული იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიასთან მოქმედი „ჰაიარტუნ“ საგანმანათლებლო-კულტურული და ახალგაზრდულ ცენტრის მიერ, სრ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოში სრ საელჩოსთან თანამშრომლობით. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოვანეს მანუკიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, დიპლომატები, სასულიერო პირები, თბილისის სომხურ სტრუქტურათა ხელმძღვანელები, საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

დაწვრილებით...
 
საქართველოში სომეხ და ქართველ მხატვართა გამოფენით დაიწყო სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 22-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ციკლი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

nkarichner 

ამა წლის 17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ორგანიზებული სომეხი და ქართველი მხატვრების გამოფენა-გაყიდვით დაიწყო სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 22-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ციკლი. ღონისძიების ინიციატორია საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირი, საქართველოს მხატვართა კავშირის, საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირის, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრთან ერთობლივად და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოსთან თანამშრობლობით. გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს 31 სომეხი და ქართველი სხვადასხვა ასაკის მხატვრების დაახლოებით 40 ნამუშევარი. გამოფენის გახსნის ცერემონიას ესწრებოდა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბატონი ოვანეს მანუკიანი.

დაწვრილებით...
 
მოსკოვში ახალადაშენებული საკათედრო „სურბ პაიწარაკერპუთიუნ“ ტაძრის კურთხევის ცერემონიას ესწრებოდა ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

vazgen srbazan

17 სექტემბერს უწმინდესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის გარეგინ მეორის საპატიო წინამძღოლობით აკურთხეს ახალი ნახიჯევანისა და რუსეთის სომეხთა ეპარქიის ახალადაშენებული საკათედრო ტაძარი და შედგა საკათედრი საეკლესიო კომპლექსის გახსნის ცერემონიალი.

დაწვრილებით...
 
საქართველოში დაიწყო ახალი სასწავლო წელი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMGP06241

16 სექტემბერს საქართველოში დაირეკა ახალი, 2013-2014 სასწავლო წლმაუწყებელი პირველი ზარი. დღე საზეიმო იყო ასევე თბილისის სომხური მოსახლეობისთვის, რომელთა შორის არიან ისეთები, ვისი შვილებიც სომხურ სკოლებში სწავლობენ.

დაწვრილებით...
 
საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა ჯვართამაღლება PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

khachverac 6 

საქართველოს სომეხა ეპარქიაში სათანადოდ აღინიშნ სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის ხუთ ძირითად დღესასწაულთაგან უკანასკნელი - ჯვართამაღლება ანუ ჯვრის აღმაღლების დღესასწაული.

დაწვრილებით...
 
<< თავი < წინა 231 232 233 234 235 236 237 238 239 240 შემდეგ > ბოლო >>

გვერდი 231, სულ 280