1geo

fb you od

სომხური კუთხე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

su

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ახალგაზრდები. სამეცნიერო, კულტურული და გასართობი ღონისძიებებით აღსავსე სტუდენტური ცხოვრების მორიგი ღონისძიება იყო ფესტივალი რუბრიკით - „გაამდიდრე შენი ცხოვრება სხვადასხვა კულტურებით“, რომელიც მიეძღვნა სხვადასხვა კულტურათა წარმოჩენას. უნივერსიტეტის 10 ქვეყნის სტუდენტებს შორის არიან ასევე ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდები, რომლებმაც იკისრეს აღნიშნულ ფესტივალზე სომხური კულტურის წარმოდგენა.

დაწვრილებით...
 
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ნავი პილაი შეშფოთებულია რელიგიური უმცირესობების მიმართ შერჩევითი დამოკიდებულების გამო PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

is

2014 წლის 18-22 მაისს საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ნავი პილაი იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში კომისარი შეხვდა პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, შინაგან საქმეთა მინისტრებს და სხვ. ვიზიტის მიზანს, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის განხილვა წარმოადგენდა. 21 მაისს, სომეხთა ეპარქიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა - ლევონ ისახანიანმა აცნობა კომისარს, რელიგიური უმცირესობებისგან საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის სფეროში არსებული დისკრიმინაციის შესახებ. პასუხად კომისარმა აღნიშნა, რომ იგი შეშფოთებულია სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური უმცირესობებისადმი შერჩევითი დამოკიდებულებით და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას პატივი სცეს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ნაკისრ ვალდებულებებსა და საკუთარი კონსტიტუციის ანტი დისკრიმინაციულ დებულებებს.

დაწვრილებით...
 
"ჰაიარტუნ“ ცენტრში საზეიმოდ აღინიშნა იოსებ გრიშაშვილის დაბადების 125 წლის იუბილე PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Иосифа Гришашвили

2014 წლის 24 მაისს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში, საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირისა და საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის ინიციატივით, გაიმართა იოსებ გრიშაშვილის 125 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო, რომელსაც ესწრებოდნენ სომეხი და ქართველი შემოქმედნი, კითხვის მოყვარული საზოგადოების წარმომადგენელნი.

დაწვრილებით...
 
თბილისში მეასედ აღინიშნა საიათნოვას „ვარდატონი“ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

SAYAT-NOVA

25 მაისს საიათნოვას საიუბილეო „ვარდატონი“ დაიწყო თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში საკვირაო ღვთისმსახურებით. „ვარდატონში“ მონაწილეობის მისაღებად სხვადასხვა რაიონებიდან და ქვეყნებიდან ჩამოსულმა სტუმრებმა და სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებმა ღვთისმსახურების შემდეგ თბილისის ხოჯივანქის პანთეონში პატივი მიაგეს ერის ღირსეული შვილების საფლავებ.

დაწვრილებით...
 
გამოფენა, რომელიც მიეძღვნა ჯავახეთის მხარის ეკლესიებს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

cucahandes

21 მაისს ახალქალაქის რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დიდ საგამოფენო დარბაზში, ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის მხარდაჭერითა და მფარველობით, გაიხსნა ფერწერული გამოფენა, რუბრიკით – “ვიცნობდეთ ჯავახეთის მხარეს თავისი ეკლესიებით”. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ჯავახეთის სხვადასხვა კუთხეში მოკალათებული სომხური ეკლესიები. აღნიშნული თემით დაახლოებით 30 ტილო იყო წარმოდგენილი ახალგაზრდა ფერმწერების არმან თოროსიანისა და ჰრაჩია საფარიანის მიერ.

დაწვრილებით...
 
<< თავი < წინა 201 202 203 204 205 206 207 208 209 210 შემდეგ > ბოლო >>

გვერდი 204, სულ 280