1geo

fb you od

სომხური კუთხე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

su

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ახალგაზრდები. სამეცნიერო, კულტურული და გასართობი ღონისძიებებით აღსავსე სტუდენტური ცხოვრების მორიგი ღონისძიება იყო ფესტივალი რუბრიკით - „გაამდიდრე შენი ცხოვრება სხვადასხვა კულტურებით“, რომელიც მიეძღვნა სხვადასხვა კულტურათა წარმოჩენას. უნივერსიტეტის 10 ქვეყნის სტუდენტებს შორის არიან ასევე ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდები, რომლებმაც იკისრეს აღნიშნულ ფესტივალზე სომხური კულტურის წარმოდგენა.

23 მაისს გამართულ ფესტივალზე სომხური კულტურა წარადგინეს სპეციალური სტენდით და გამოსვლებით. სტენდის მომზადებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრმაც. ის გარკვეულწილად გახდა სომეხი ხალხის კულტურული მიღწევების პატარა გამოხატულება. მუსიკალური ნომრების მომზადება იკისრა „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“ არასამთავრობო ორგანიზაციამ. საჭირო დონეზე იყო წარდგენილი სომხური ეროვნული სამზარეულო, ტკბილეულითა და სხვადასხვა კერძებით.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)