"ტარონ" ახალგაზრდულმა ცეკვის გუნდმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის დღესასწაულში |
საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას შეუერთდა საქართველოს სომეხთა ეპარქიაც. მცხეთაში გამართულ საზეიმო კონცერტში მონაწილეობა მიიღო "ჰაიარტუნ" ცენტრის „ტარონ" ახალგაზრდულმა ცეკვის გუნდმა. ახალგაზრდებმა შეასრულეს „იახუშტა“ და „პოპური“, რითაც გამოხატეს, რომ უერთდებიან საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. „ტარონ“ ანსამბლის (ქორეოგრაფი: ანგელინა ნაზარიან-ქოჩიანი) გამოსვლა თბილად და მხურვალე ოვაციებით მიიღო აუდიტორიამ. შთაბეჭდილება იმდენად კარგი იყო, რომ ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების დირექტორმა ვალერი ბადალიანმა კონცერტის ორგანიზატორებისა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ ზეიმში მონაწილეობა მიიღო ასევე ანსამბლმა „ვანქ“ (ლიანა კაშავანიძე). კონცერტს განსაკუთრებული ელფერი შესძინა ამ დღისათვის სპეციალურად ჩამოსულმა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მარნეულის რაიონის სოფელ კარმირის ცეკვის ანსამბლმა (ქორეოგრაფი: ლიანა კაშავანიძე). მხიარული კონცერტის შემდეგ საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებმა საზეიმო განწყობით დაათვალიერეს მცხეთის ღირსშესანიშნაობე
|