1geo

fb you od

"ტარონ" ახალგაზრდულმა ცეკვის გუნდმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის დღესასწაულში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Mckheta 

საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას შეუერთდა საქართველოს სომეხთა ეპარქიაც. მცხეთაში გამართულ საზეიმო კონცერტ მონაწილეობა მიიღო "ჰაიარტუნ" ცენტრისტარონ" ახალგაზრდულმა ცეკვის გუნდმა. ახალგაზრდებმა შეასრულესიახუშტადაპოპური“, რითაც გამოხატეს, რომ უერთდებიან საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას.

ტარონანსამბლის (ქორეოგრაფი: ანგელინა ნაზარიან-ქოჩიანი) გამოსვლა თბილად და მხურვალე ოვაციებით მიიღო აუდიტორია. შთაბეჭდილება იმდენად კარგი იყო, რომ ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების დირექტორმა ვალერი ბადალიანმა კონცერტის ორგანიზატორებისაგან მიიღი სპეციალური მიწვევა, 14 ოქტომბერს მცხეთობის დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ ზეიმში მონაწილეობა მიიღო ასევე ანსამბლმავანქ (ლიანა კაშავანიძე). კონცერტ განსაკუთრებული ელფერი შესძინა ამ დღისათვის სპეციალურად ჩამოსულმა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მარნეულის რაიონის სოფელ კარმირის ცეკვის ანსამბლმა (ქორეოგრაფი: ლიანა კაშავანიძე).

მხიარული კონცერტის შემდეგ საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებმა საზეიმო განწყობით დაათვალიერეს მცხეთის ღირსშესანიშნაობები - სვეტიცხოვლი ტაძარი და ისტორიული ძეგლები.

DSC03191 DSC03187 DSC03199 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)