2018 წლის 7 დეკემბერს, 11 საათსა და 41 წუთზე მთელი მსოფლიოს სომხურ ეკლესიებში ეკლესიის ზარების ხმა გაისმა, რომელმაც მსოფლიოსა და კაცობრიობას შეახსენა 1988 წელს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრა, რომელმაც შეძრა სომხეთი. წელს იმ სასიკვდილო დღიდან 30-ე წელი შესრულდა და ისევე როგორც ყოველ წელს, წელსაც ხალხმა უდანაშაულო მსხვერპლთა სულებისათვის სანთლები დაანთო და ლოცვა აღავლინა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებშიც ხსოვნის ცერემონიალი ეკლესიის ზარების 30-ჯერ დარეკვით დაიწყო. ადგილზე სულიერი მამების მიერ, დიაკვანთა დასის მონაწილეობით პანაშვიდი შესრულდა. თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში პანაშვიდის რიტუალს ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუბენ სადოიანი, საელჩოს დიპლომატები და თანამშრომლები. სომეხი ხალხის გაუნელებელ მწუხარებასთან დაკავშირებით, სომხურ ეკლესიაში ვიზიტით დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა დავით ჭიჭინაძემ და რუსლან პოღოსიანმა, პოეტმა და მთარგმნელმა გივი შაჰნაზარმა, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა არმენ ბაიანდურიანმა, „ვრასტან“ გაზეთის რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა, თბილისელმა სომეხმა ინტელიგენციამ, საზოგადოების წარმომადგენლებმა, უამრავმა მორწმუნემ. ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა, ღირსმა მღვდელმა სამველ თოროსიანმა ისაუბრა იმ დამანგრეველ სტიქიურ უბედურებაზე, რომელიც სომეხ ხალხს დაატყდა თავს, ხაზი გაუსვა, საქართველოსა და ქართველების დახმარებას, რომლებმაც პირველებმა გაუწოდეს დახმარების ხელი ასევე მსოფლიოს უამრავი ქვეყნისა და ხალხების ყოველმხრივ დახმარებას, რომლის შედეგადაც სომეხმა ხალხმა საკუთარ თავში ძალა იპოვა, სასიკვდილო დარტყმისაგან გონს მოსასვლელად და ფეხზე წამოსადგომად, დანგრეული ქალაქებისა და სოფლების ასაშენებლად და ყოველ წელიწადს ამ სასიკვდილო დღეს უდანაშაულო მსხვერპლთა სულების სიმშვიდისათვის ეკლესიებში სალოცავად. 30 წელი უწყვეტად პანაშვიდის რიტუალით სომხური ეკლესია ლოცულობს თავისი უდანაშაულო შვილების სულებისთვის. საეკლესიო რიტუალის დასასრულს, შეკრებილებს მიმართა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუბენ სადოიანმა, ისურვა, რომ მსოფლიოს არცერთ კუთხეში, არცერთ ხალხს არ შეემთხვეს მსგავსი ტრაგედია, არ მოხდეს მსგავს საბედისწერო შემთხვევები. საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ მიწისძვრის სასიკვდილო დღეზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა სომეხი ხალხის უძლეველობას, ტკივილისათვის წინააღმდეგობის გაწევისა და კვლავ წამოდგომის ძალას. პანაშვიდის შემდეგ „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში ასევე ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი დამანგრეველი მიწისძვრის შესახებ.
|