2018 წლის 23-25 ნოემბერს, უწმინდესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ მეორის ლოცვა-კურთხევით, მოსკოვში, სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის რუსეთისა და ახალი ნახიჯევანის ეპარქიის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძრის საეკლესიო კომპლექსში სომეხთა ეკლესიის მსოფლიო ახალგაზრდული გაერთიანების (სემაგ) რუსეთისა და ახალი ნახიჯევანის, სამხრეთ რუსეთის, საერთო ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის, საქართველოს სომხური რეგიონების თემთა გაერთიანებული ახალგაზრდული ოთხდღიანი კონგრესი გაიმართა. ეპარქიის წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს სომეხთა ეპარქიიდან შეკრებას ესწრებოდნენ, ეპარქიის სულიერი მსახური, ღირსი მღვდელი ტათევ მარუქიანი და ახალგაზრდობის განყოფილების დირექტორი ვალერი ბადალიანი. კრება საღმრთო ლოცვით დაიწყო. ეგვიპტის სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა აშოტ მნაცაკანიანმა შეკრებილებს უწმინდესისა და უნეტარესის საპატრიარქო კურთხევა და მიმართვა გადასცა. ოთხდღიან შეკრებაზე ახალგაზრდებმა განიხილეს საკითხები, როგორიცაა „სომხური ოჯახი დიასპორაში“, „თანამედროვე სომხური ოჯახის გამოწვევები“, „ჯვრისწერის საიდუმლოსათვის მზაობის მნიშვნელობა“, ეპარქიის ახალგაზრდულ გაერთიანებებს შორის თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება. აღსანიშნავია, რომ კონგრესის მუშაობის პირველივე დღეს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ორმა დელეგატმა სათანადოდ წარადგინა ზოგადად საქართველოს სომეხთა ეპარქიის, კერძოდ კი ახალგაზრდობის განყოფილების საქმიანობა, რომლის საპასუხოდაც ინფორმირდნენ, რომ მთელი მსოფლიოს სომხები საფუძვლიანად იცნობენ ეპარქიის საქმიანობას, მის პროგრესსა და საკითხებს, რომელიც ეპარქიას აწუხებს. შეკრების დღეები ნამდვილად დატვირთული იყო. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ დილისა და საღამოს ღვთისმსახურებებს, საკვირაო წირვა-ლოცვას. მონაწილეები ეწვივნენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ლავრას, საეპისკოპოსოს „გავით“თეატრში ნახეს წარმოდგენა- „ანავარტ დატ“. შეკრების დასკვნით დღეს, 25 ნოემბერს, მოსკოვის საეკლესიო კომპლექსში სომეხთა ეკლესიის მსოფლიო ახალგაზრდული გაერთიანების წარმომადგენლობითი შეკრება საზეიმოდ დაიხურა. შეკრება, მთელი მსოფლიოს სომხებისა და მათი სასულიერო მამების გაერთიანებით, ამავდროულად კარგი საბაბი გახდა ახალგაზრდების ურთიერთობის, ახალი ნაცნობობის დამყარებისა და ერთობლივი პროექტების შემუშავების მიმართულებით. ორგანიზების მაღალმა დონემ, შინაარსიანმა და გაჯერებულმა პროგრამულმა ღონისძიებებმა შეკრება მოძრავი, ცოცხალი და საინტერესო გახადა. რუსეთისა და ახალი ნახიჯევანის ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა არქიეპისკოპოს ეზრას ნერსისინის კურთხევით რუსეთის ეპარქიის სხვადასხვა თემიდან 80 ახალგაზრდა მონაწილეობდა შეკრებაში, რომელთაგან 20 მოსკოვის „ჰაიორდიაც სახლს“ წარმოადგენდა. ზუსტადაც, რომ „ჰაიორდაც სახლის“ სამხატვრო ანსამბლებს მიენდოთ ახალგაზრდული შეკრების დახურვის საზეიმო ცერემონიაზე გამოსვლა. საქართველოს სომეხთა ეპარქია მადლობას უხდის სომეხთა ეკლესიის მსოფლიო ახალგაზრდულ გაერთიანებას- გაერთიანებული ახალგაზრდული კონგრესის ოთხდღიანი შეკრების მაღალ დონეზე ორგანიზებისა და ჩატარებისათვის.
|