1geo

fb you od

საკულტო რუკის პრეზენტაცია PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A2018 წლის 20 ნოემბერს, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობების რუკის პრეზენტაცია გამართა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების, საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
პრეზენტაციას ესწრებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ 1 1მირზახანიანი სამართლებრივ საკითხთა და თანამშრომლობის საკითხებში წინამძღვრის დამხმარე მიქაელ ავაგიანის თანხლებით.
რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პრეზიდენტმა ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობების რუკა წარადგინა, სადაც დატანილია მოქმედი საკულტო ნაგებობების რიცხვი და მათი პროცენტული მაჩვენებელი თბილისის რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების დონეზე, ასევე საქართველოში მოქმედი მრავალი რელიგიური აღმსარებლობის მონაცემები.
1 2ახალი რუკა სახელმწიფოს, ყველა დაინტერესებულ სტრუქტურასა და რელიგიურ ორგანიზაციას  საქართველოს მოსახლეობის რელიგიური შემადგენლობის აღრიცხვით შესაძლებლობას მისცემს დაგეგმონ და განახორციელონ საკუთარი საქმიანობა.
პრეზენტაციაზე  გამომსვლელებმა მაღალი შეფასება მისცეს რელიგიის სააგენტოს  მიერ შედგენილ რუკას და აღნიშნეს, რომ  ამ უწყებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა საქართველოს, როგორც შემწყნარებლობის დიდი ტრადიციის მქონე ქვეყნის, რელიგიათა მიმართ თანამედროვე პოლიტიკა. რუკა სერიოზული და ხანგრძლივი მუშაობის შედეგია, იგი მნიშვნელოვან დახმარებას აღმოუჩენს როგორც ქვეყნის მოქალაქეებს ასევე ტურისტებს.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)