2018 წლის 17 სექტემბერს საქართველოს ყველა ტიპის სასწავლო დაწესებულებაში დაიწყო ახალი 2018-19 სასწავლო წელი. სასწავლო წლის დაწყების აღმნიშვნელი სასკოლო ზარი საზეიმოდ გაისმა, ასევე, თბილისისა და საქართველოს ყველა რეგიონში არსებულ სომხურ სკოლაში. ახლა საქართველოში არსებობს 117-ზე მეტი სომხურად სწავლების საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც სწავლობს 13 ათასი ბავშვი. დედაქალაქ თბილისში სომეხი მოსწავლეებისათვის სომხური სკოლის სტატუსით თავისი კარი გაიხსნა 104-ე სკოლამ, ხოლო სომხური სექტორით 103-ე და 132-ე სკოლებმა. ახალი სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონია გახსნა 103-ე სომხურ-ქართული სკოლის დირექტორმა ბატონმა არჩილ ჩხაიძემ. მოსწავლეებს კეთილი სურვილებით მიულოცეს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ, სომეხთა ეპარქიის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის მღვდელმა სამველ თოროსიანმა, საქართველოს კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული პროგრამების კოორდინატორმა კარინე მანუკიანმა. სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონიის შემდეგ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუბენ სადოიანმა გადასცა დაპირებული საჩუქარი, რის შემდგომ თავიათი საჩუქრები, პირველ კლასელების სახელმძღვანელო და წასაკითხი წიგნები, გადასცეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელმა ევგინე მარკოსიანმა და მღვდელმა სამველ თოროსიანმა. ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით თბილისის 104-ე საჯარო სკოლში მივიდნენ სამოქალაქო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, სკოლის ყოფილი მასწავლებლები და მოსწავლეები. თეთრი მაისურებითა და ხელში ყვავილებით გოგონებმა და ბიჭებმა თავიანთ მასწავლებლებთან ერთად საზეიმოდ იდგნენ სკოლის სტადიონზე, ხოლო ეზოში შეკრებილნი იყვნენ მშობლები, ბებია-ბაბუები და სტუმრები. სკოლის დირექტორმა ირინა ჟამკოჩიანმა ყველას მიულოცა სასწავლო წლის დაწყებას და აღნიშნა, რომ ეს სასწავლო წელი იქნება საინტერესო, ახალი პროექტებითა და იდეებით სავსე, რომელიც განახორციელებენ მოსწავლეები, მასწავლეები და მშობლები ერთად. დამსწრეებს სიტყვით მიმართა და მიულოცა საქართელოს სომეხთა ეპარქიის სურბ გევორგ საკათედრო ტაძრის ღირსი მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა. უკანასკნელმა გადასცა სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა და მილოცვები, მოსწავლეებს ურჩია კარგად ისწავლონ, შეძლონ ყველა სასწავლო სირთულის დაძლევა, რადგან მხოლოდ განათლება განაპირობებს ბრწყინვალე მომავალს. რის შემდგომ მოსწავლეებმა თავიანთ დამრიგებლებთან ერთად შევიდნენ ლამაზად გაფორმებულ თავიანთ კლასებში, სადაც განათლებას მიიღებენ სომხურად. ღირსი მღვდელი მანუკ ზეინალიანმა მოსწავლეებს დაარიგა საჩუქრები, პირველკლასელების სახელმძრვანელოები და წიგნები. ახალი სასწავლო წელი მზად დახვდნენ სამცხე ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებისა და სოფლების, აგრეთვე, აჭარის ყველა ტიპის სომხურმა სასწავლო დაწესებულებებმა.
|