1geo

fb you od

ტოლმის სურნელი გავრცელდა წალკის რაიონის სოფელ ნარდევანშიც PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის19 მაისს, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის სოფელ ნარდევანის  „სურბ სარგის“ეკლესიის  მოყვარულ ქალთა „შუშანიკ“ კავშირი, მღვდლის მეუღლის, ინესა თოფაშიანის ხელმძღვანელობით, ჩაერთო სომხური სამზარეულოს მშვენების - ტოლმის, მთელ სათვისტომოში მიმდინარე ფესტივალში. აქაც მრავალ ოჯახში გავრცელდა ტოლმის მადის მომგვრელი სურნელი.  IMG 3770
სოფლის ცენტრში მდებარე ცერემონიების დარბაზში გრძელ  მაგიდებზე გაწყობილი იყო კომბოსტოში და ვაზის ფოთოლში გახვეული არა მხოლოდ გემრიელი და სურნელოვანი, არამედ ლამაზად გაფორმებული ტოლმა, რომელიც დაამზადა თხუთმეტმა აქტივისტმა  დიასახლისმა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო თბილისიდან სპეციალურად ჩასულმა დელეგაციამ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის  საფინანსო განყოფილების დირექტორის, მარგარიტა კირაკოსიანის,     ადმინისტრაციულ-სამეურნეო ნაწილის დირექტორის, კარენ ერიციანის, საქართველოს სომეხ IMG 3828ქალთა „შუშანიკ“ კავშირის თავმჯდომარის, სუსანა ხაჩატრიანის და ოპერატორ-ფოტოგრაფ გევორგ პოღოსოვის შემადგენლობით.   
ადგილობრივი სომხების სულიერი  მოძღვარი, ღირსი მღვდელი  ღევონდ თოფაშიანი მიესალმა დამსწრეებს, მათ გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის IMG 3835კურთხევა და კეთილი სურვილები, მადლობა გადაიხადა ფესტივალის ჩატარებაზე რეაგირებისათვის და იმედი გამოთქვა, რომ სომხური სამზარეულოს   პოპულარიზაციისა და ეროვნული ტრადიციების შენარჩუნებისკენ მიზანმიმართული მსგავსი ღონისძიებები  არა მხოლოდ სოფელ ნარდევანში, არამედ სომხებით დასახლებულ სხვა სოფლებშიც მიიღებს უწყვეტ ფორმას  და ტრადიციად იქცევა.
შემდეგ სტუმრებმა თავიანთ გამოსვლებში ისაუბრეს საქართველოს სომეხთა ეპარქიაში  ჩატარებულ და ტრადიციად ქცეულ ჰარისის, ქადის, ტოლმის ფესტივალებზე, ასევე საეკლესიო დღესასწაულების აღნიშვნის დროს   ხალხური ტრადიციების დაცვაზე, ამ ტრადიციების თაობებისთვის გადაცემასა და ასევე მოსახლეობის  ყოველდღიურობის უფრო საინტერესოსა და საზეიმოდ ქცევაზე.
საუფლო ლოცვის   და სუფრის კურთხევის შემდეგ, დამსწრეებს გაუმასპინძლდნენ.    დამსწრეები აგემოვნებდნენ ტოლმის სხვადასხვა სახეობას, ყველა ტოლმაც გემრიელი იყო, სომხური ამ IMG 3912კერძისთვის დამახასიათებელი  სპეციალური   ინგრედიენტებით   მომზადებული.
და ბოლოს, ყველა მონაწილემ „შუშანიკ" კავშირისგან მიიღო მონაწილეობის სერტიფიკატი, სულიერი მოძღვრის მადლობის წერილი და საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს სუვენირი ხატი.  ფესტივალის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეს, არმინე  აივაზიანს,  ორგანიზაციული აქტიურობისთვის გადაეცა სამწყემსოს  მოკრძალებული საჩუქარი.   
ტოლმის  ფესტივალს სადღესასწაულო ელფერი შესძინა ადგილობრივი საჯარო სკოლის ცეკვის ანსამბლმა “ლუსაღბიურ", სუსანა ბაბაიანის ხელმძღვანელობით.  ანსამბლში ჩართულმა 45-მა მოსწავლემ, სამი ჯგუფით, უმცროსების, საშუალო ჯგუფის და უფროსების მონაწილეობით, ოსტატი შესრულებებით წარმადგინა სომხური ეროვნული ცეკვები.    
დამსწრეებმა მადლიერება გამოხატეს, ნარდევანელთათვის საზეიმო დღის ჩუქებისთვის, და მომდევნო წლებშიც მსგავსი ღონისძიებების ფართო ფორმატით მოწყობის პირობა დაიდო.
სოფელ ნარდევანში ჩატარებული ტოლმის ფესტივალით დასრულდა მთელ სათვისტომოში ამ ლამაზი ღონისძიების საქართველოს სომხებით დასახლებულ  პუნქტებში ჩატარება.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)