1geo

fb you od

სომეხთა გენოციდის წმინდანად შერაცხულ მოწამეთა ხსოვნის ღონისძიებები ბათუმში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

1სომეხთა გენოციდის მილიონ ნახევარი მოწამის ხსოვნას საღმრთო ლიტურგიით მიაგეს პატივი საქართველოს სომეხთა2 ეპარქიის ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში.   
2018 წლის 24 აპრილს ეკლესიაში  საღმრთო ლიტურგია აღავლინა ბათუმის სომეხთა სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა  არარატ გუმბალიანმა.
3წმინდა ცერემონიალს პატივი მიაგო  ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ეღიშე სერგიანმა, მეუღლესთან ერთად.
სულიერი ცერემონიის დასასრულს,4  დამსწრეებმა დაათვალიერეს ეკლესიასთან გენოციდის ფაქტების ამსახველი დოკუმენტური ნამუშევრების გამოფენა. შემდეგ ეკლესიის ეზოში აღმართულ გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ხაჩქართან შესრულთა მფარველობის წესი. ხაჩქართან მსხვერპლთა ხსოვნის სიტყვით გამოვიდნენ აჭარის სომხების სულიერი მოძღვარი და ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული.
დამსწრეებმა ყვავილებით შეამკეს წმინდანად  შერაცხულ მოწამეთა ხაჩქარი.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)