სიახლეები
|
სომეხთა გენოციდის მილიონ ნახევარი მოწამის ხსოვნას საღმრთო ლიტურგიით მიაგეს პატივი საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში. 2018 წლის 24 აპრილს ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია აღავლინა ბათუმის სომეხთა სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა არარატ გუმბალიანმა. წმინდა ცერემონიალს პატივი მიაგო ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ეღიშე სერგიანმა, მეუღლესთან ერთად. სულიერი ცერემონიის დასასრულს, დამსწრეებმა დაათვალიერეს ეკლესიასთან გენოციდის ფაქტების ამსახველი დოკუმენტური ნამუშევრების გამოფენა. შემდეგ ეკლესიის ეზოში აღმართულ გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ხაჩქართან შესრულთა მფარველობის წესი. ხაჩქართან მსხვერპლთა ხსოვნის სიტყვით გამოვიდნენ აჭარის სომხების სულიერი მოძღვარი და ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული. დამსწრეებმა ყვავილებით შეამკეს წმინდანად შერაცხულ მოწამეთა ხაჩქარი.
|