1geo

fb you od

სასულიერო სიმღერის ეკუმენური საღამო თბილისის „სურბ გევორგ“ ეკლესიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 19 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიამ ქრისტიანული სიყვარულით უმასპინძლა   ლათინური წესით კათოლიკე,   ევანგელურ-ლუთერანულ,    ევანგელურ-ბაპტისტურ და ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ მრევლს, მათ წინამძღვრებს და მგალობელთა გუნდებს. ხალხმრავლობა იყო ეკლესიაში, მრევლის   შესამჩნევი აქტიურობით და კეთილი ღიმილით.  1
ეკლესიაში საპატიო ადგილები ეკავათ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს,  მის ყოვლადუსამღვდელოესობა  ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანს, ამიერკავკასიის  კათოლიკეთა სამოციქულო სამმართველოს ლიდერს,   მის ყოვლადუსამღვდელოესობა არქიეპისკოპოს  ჯუზეპე პაზოტოს, საქართველოში ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის ლიდერს, მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს მარკუს შოხს, საქართველოში ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარს,  მის ყოვლადუსამღვდელოესობა  ეპისკოპოს მალხაზ სონღოლაშვილს,   საქართველოს რელიგიის საკითხთა   სახელმწიფო სააგენტოს,  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს,  სხვა ქრისტიანული ეკლესიებისა და დენომინაციების სამღვდელოების წარმომადგენლებს და უამრავ მორწმუნეს.
საღამოს ესწრებოდა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუბენ სადოიანი, საელჩოს დიპლომატებთან ერთად.  
საქართველოში მოქმედი ქრისტიანული რელიგიათშორისი საბჭოს 2018 წლის თავმჯდომარე საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის წინადადებით და ინიციატივით, მრავალი წლის შემდეგ საქართველოში აღდგა სასულიერო სიმღერის ეკუმენური საღამოს ჩატარების ტრადიცია და გადაწყდა ყოველწლიურად ბრწყინვალე აღდგომის შემდეგ ის  ისევ ჩატარდეს საბჭოს წევრ 2სხვადასხვა ეკლესიებში.
სასულიერო სიმღერის პირველი  კონცერტი შედგა „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში, სახელწოდებით "გიყვარდეთ ერთმანეთი" (იოანე 13:34).  საღამო იქცა  სიკეთის, სიყვარულის, შენდობის და მოთმინების მოწოდებად,  ძალადობისა და სიძულვილის წინააღმდეგ.

ღონისძიება დაიწყო საუფლო ლოცვით, რომელიც დამსწრეებმა აღავლინეს თავიანთ მშობლიურ ენებაზე, რის შემდეგაც საღამოს ორგანიზატორებმა და წამყვანებმა 3მიქაელ ავაგიანმა და ნინა სეროპოვამ ქართულ და ინგლისურ ენებზე წარმოადგინეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის მისასალმებელი სიტყვა დამსწრეებისადმი. ეპარქიის წინამძღვარმა თავის მიმართვაში ისაუბრა 103 წლის წინ ოსმალეთის იმპერიაში  თავის სამშობლოში მცხოვრები სომეხი ხალხის მიმართ განხორციელებულ გენოციდზე, რომლის გაგრძელებად იქცა ებრაელების, ეზიდების წინააღმდეგ და რუანდაში  ჩადენილი დანაშაულები. სწორედ ასეთმა ეკუმენურმა ღონისძიებებმა, სხვადასხვა ენაზე გაჟღერებული საგალობლების, ფსალმუნების და მელოდიების მეშვეობით უნდა შთააგონოს სიკეთე,    რათა მსოფლიო  უფრო ლამაზი და მრავალფეროვანი გახადონ, - ბრძანა თავის მიმართვაში ეპარქიის წინამძღვარმა.  
კონცერტი გახსნა საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მგალობელთა გუნდმა „ქორალმა“, მერაბ ვარდოსანიძისა და მაკა მაზმიშვილის ხელმძღვანელობით. შემდეგ შესრულდა საგალობლები და ფსალმუნები, ასევე ლოცვა-მელოდიები  საქართველოში ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის მგალობელთა გუნდის „გლორიას“     (ქორმაისტერი:   ნატალია ჩაგანავა),  4ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესიის   (ქორმაისტერი: ილონა ბილიანოვა), საქართველოში  კათოლიკური ეკლესიის  (კარინა ოსიპოვა) გუნდების მიერ.
მასპინძელი საქართველოს სომეხთა ეპარქია წარმოადგინეს ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის გუნდმა, ლუიზა ვარდანიანის ხელმძღვანელობით, და „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის „მაკარ ეკმალიან“ გუნდმა, სვეტლანა ტატოევას ხელმძღვანელობით. ჰოვნათანიანების ფრესკებით მოხატული უძველესი ეკლესიის ღვთაებრივ სილამაზეს ჰარმონიულად შეეწყო ქრისტეს ენაზე - არამეულზე, ასევე სომხურ, ქართულ, ებრაულ, იტალიურ, გერმანულ ენებზე ამაღელვებელი, სულში ჩამწვდომი და აღმაფრთოვანებელი საგალობლები, რომლებიც იქცა მშვიდობისა და სიყვარულის ლოცვად.   
საღამო დასრულდა ეპისკოპოსთა კურთხევის და დაფასების სიტყვით, რომლებიც ცალსახად უსვამდნენ ხაზს იმას , რომ საგალობლები, ეკუმენური ლოცვა უფალთან საუბრის ერთადერთი ენაა.   
ემოციური კონცერტის შემდეგ, ეკლესიის ეზოში, ჩაის სუფრის გარშემო დამსწრეებმა ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)