საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი აშშ-ში გაემგზავრა |
სიახლეები |
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი 2017 წლის 23 ნოემბერს გაემგზავრა აშშ-ში. ეპარქიის წინამძღვარი სამუშაო ვიზიტით მიწვეულია "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" მიერ, რელიგიათშორის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 24-29 ნოემბერს. აღნიშნული საერთაშორისო კონფერენციის და ვიზიტის მიზანია რელიგიათშორისი დიალოგის მხარდაჭერა და მსჯელობა არსებულ გლობალურ გამოწვევებსა და რელიგიური ორგანიზაციების როლზე და მათ მოგვარების საკითხებზე, აშშ-ის გამოცდილების გაზიარება და ახალი კავშირების დამყარება. აღნიშნული პროექტი ხორციელდება საქართველოში ბრიტანეთის საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს (Good Governence Fund) ფინანსური მხარდაჭერით, აშშ-ში საქართველოს საელჩოს და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით. |