1geo

fb you od

საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი აშშ-ში გაემგზავრა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

საქართველოს  სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი   ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი   2017 წლის 23 ნოემბერს გაემგზავრა აშშ-ში.

ეპარქიის წინამძღვარი  სამუშაო ვიზიტით მიწვეულია "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის"  მიერ,  რელიგიათშორის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 24-29  ნოემბერს.

აღნიშნული საერთაშორისო კონფერენციის და ვიზიტის მიზანია რელიგიათშორისი დიალოგის მხარდაჭერა და მსჯელობა არსებულ  გლობალურ    გამოწვევებსა  და რელიგიური ორგანიზაციების როლზე და მათ  მოგვარების საკითხებზე, აშშ-ის გამოცდილების გაზიარება და ახალი კავშირების დამყარება.   

 აღნიშნული       პროექტი ხორციელდება  საქართველოში ბრიტანეთის საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს (Good Governence Fund) ფინანსური მხარდაჭერით, აშშ-ში საქართველოს საელჩოს და ნატოსა    და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)