ინტელექტუალური თამაში "ისწავლე შენი ხალხის ისტორია" |
სიახლეები |
2017 წლის 30 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა ინტელექტუალური თამაშის ფინალური ეტაპი. თამაშში ჩართული იყო ცენტრის სომხეთის ისტორიის (მასწავლებელი: სამველ ფუთულიანი), რელიგიის (მასწავლებელი: რიმა სააკიანი) და ხელოვნების ისტორიის (მასწავლებელი: ჟორა სნხჩიანი) წრეების 30-მდე მოსწავლე. ინტელექტუალური თამაში, რომელიც ცენტრში დაიწყო რამდენიმე თვის წინ, ჩატარდა ორ ეტაპად. მონაწილე გუნდებმა მიიღეს ცენტრის მასწავლებლების მიერ მომზადებული 100 კითხვა. თემატიკის მიხედვით განაწილებულ გუნდებში გაიმართა კონკურსები. შემდეგ ყველაზე გამორჩეული მონაწილეები გაერთიანდნენ სხვადასხვა ჯგუფში, ჩამოაყალიბეს 6 გუნდი და მონაწილეობა მიიღეს ფინალურ თამაშში. გუნდები გამოვიდნენ არენაზე, წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა სხვადასხვა თემაზე დასმულ საკითხებში. მკაცრმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ცენტრის დირექტორი ჟორა სნხჩიანი, სათენიკ მკრტჩიან-სნხჩიანი და დიაკვანი ათანას კირაკოსიანი, ყველა ნორმის დაცვით 2 საათის განმავლობაში ჩაატარა კონკურსი და გამოავლინა საუკეთესო მონაწილეები. საინტერესო და სასწავლო თამაშში გამარჯვებულად იქნა ცნობილი გუნდი „ფარვანა“, კაპიტანი: თაგუჰი ჰოვანისიანი, კონკურსის საუკეთესო მონაწილეებად ცნეს ცენტრის მოსწავლეები მილენა ბდოიანი, ნადია ჰოვანისიანი, ერანუჰი ხაჩატრიანი, გოჰარ ბდოანი, ლაურა მზიკიანი. გამარჯვებულმა გუნდმა - „ფარვანამ“, დაიმსახურა ინტელექტუალური თამაშების მონაწილის დიპლომი, დანარჩენებს კი გადაეცათ სიგელები. ინტელექტუალური თამაში თავიანთი გამოსვლით დაამშვენეს „რაფაელ ჯავახ“ ცენტრის მხატვრული კითხვის კლუბის წევრებმა და სიმღერის გუნდმა |