,,იყავ სინათლე უსინათლოთათვის" საქველმოქმედო არასამთავრობო ორგანიზაციის კონცერტი, რომელიც მიეძღვნა სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 26 წლის იუბილეს |
![]() |
![]() |
![]() |
სიახლეები |
2017 წლის 30 სექტემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა ანსამბლის „სინათლე“ და კონცერტის ინიციატორი იყო ,,იყავ სინათლე უსინათლოთათვის" საქველმოქმედო არასამთავრობო ორგანიზაცია (თავმჯდომარე: მარო მესროპიანი, აღმასრულებელი დირექტორი: მარიეტა სარდარიანი), საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით. ეს იყო სულ რვა თვის წინ შექმნილი ანსამბლის პირველი სოლო კონცერტი დედა სამშობლოს ფარგლებს გარეთ.
შთაბეჭდილება განუმეორებელი იყო. მრავალეროვანმა დარბაზმა, შეაფასა ანსამბლის საშემსრულებლო ოსტატობა, ხმის სწორი ჟღერადობა, გამოსვლებს იღებდა მხურვალე ტაშით. კონცერტის მეორე ნაწილი დაეთმო ერევნის კომიტასის სახელობის კონსერვატორიის ,,იყავ სინათლე უსინათლოთათვის" საქველმოქმედო არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და ინდივიდუალური ქველმოქმედების მფარველობით. მის გარშემო გაერთიანებულნი არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ორგანიზაციის საქმიანობის მიმართულებებია - სოციალური, ეკონომიკური, ჯანდაცვის და სხვა, მისი მიზანია პრობლემების მქონე პირთა მხარდაჭერა, მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში და მათთვის იმ ძალისა და უნარების ჩვენება, რაც არის მათში და ზოგჯერ შეუძლებელს ხდის შესაძლებელს და ხელმისაწვდომს.
,,იყავ სინათლე უსინათლოთათვის" საქველმოქმედო არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანია უსინათლოების თეატრის შექმნა. |