1geo

fb you od

,,იყავ სინათლე უსინათლოთათვის" საქველმოქმედო არასამთავრობო ორგანიზაციის კონცერტი, რომელიც მიეძღვნა სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 26 წლის იუბილეს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

2017 წლის 30 სექტემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის   „ჰაიარტუნ“  ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა ანსამბლის „სინათლე“ და1  ერევნის კომიტასის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კამერული გუნდის კონცერტი, რომელიც მიეძღვნა სომხეთის რესპუბლიკის  დამოუკიდებლობის 26 წლის იუბილეს.

კონცერტის ინიციატორი იყო   ,,იყავ სინათლე უსინათლოთათვის"   საქველმოქმედო არასამთავრობო ორგანიზაცია   (თავმჯდომარე: მარო მესროპიანი,   აღმასრულებელი დირექტორი: მარიეტა სარდარიანი), საქართველოს სომეხთა ეპარქიის   „ჰაიარტუნ“  ცენტრის მხარდაჭერით.    ეს იყო სულ რვა თვის წინ შექმნილი ანსამბლის პირველი სოლო კონცერტი დედა სამშობლოს ფარგლებს გარეთ.  

2ანსამბლში გაერთიანებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე , ძირითადად მხედველობის პრობლემების მქონე პირები, რომლებმაც მაყურებელს მიანიჭეს    განუმეორებელი მხატვრული სიამოვნება. მრავალფეროვანი იყო რეპერტუარი - კომიტასის, მაკარ ეკმალიანის, კარა მურზას, თანამედროვე კომპოზიტორთა შემოქმედება. ქორმაისტერ გაიანე საჰაკიანის ხელმძღვანელობით, ანსამბლი მაყურებლის წინაშე წარსდგა  სომეხი კომპოზიტორების ნაწარმოებების ოთხხმიანი შესრულებებით.   

 შთაბეჭდილება განუმეორებელი იყო. მრავალეროვანმა დარბაზმა, შეაფასა ანსამბლის საშემსრულებლო ოსტატობა, ხმის სწორი ჟღერადობა, გამოსვლებს იღებდა მხურვალე ტაშით.   

კონცერტის მეორე ნაწილი დაეთმო ერევნის კომიტასის სახელობის  კონსერვატორიის 3 კამერულ   გუნდს. ამ უკანასკნელის გამოსვლა იქცა ანსამბლ „სინათლის“ შექმნილი ნათელი შთაბეჭდილების ლოგიკური გაგრძელება, მაყურებელი გადაანაცვლა კლასიკური სიმღერის ღვთაებრივ   უსასრულობაში. გოგონების შემადგენლობით კამერული გუნდი დაარსდა 2005 წელს და მონაწილეობა მიიღო მრავალ ფესტივალში. 2011 წელს, ქორმაისტერ გაიანე  საჰაკიანის ხელმძღვანელობით, გუნდმა მონაწილეობა მიიღო ბათუმის ფესტივალში „ოქროს დელფინი“ და დაიმსახურა გრან-პრი.   

,,იყავ სინათლე უსინათლოთათვის"   საქველმოქმედო არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და ინდივიდუალური ქველმოქმედების მფარველობით. მის გარშემო გაერთიანებულნი არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ორგანიზაციის   საქმიანობის მიმართულებებია - სოციალური, ეკონომიკური, ჯანდაცვის და სხვა, მისი მიზანია პრობლემების მქონე პირთა მხარდაჭერა, მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში და მათთვის იმ ძალისა და უნარების ჩვენება, რაც არის მათში და ზოგჯერ შეუძლებელს ხდის შესაძლებელს და ხელმისაწვდომს.     

4ორივე ანსამბლს საუკეთესო გამოსვლა მიულოცა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა ლევონ ჩიდილიანმა და მონაწილეებს გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის ლოცვა-კურთხევა, ასევე გადასცა „ჰაიარტუნ“ ცენტრის მადლობის წერილები.

,,იყავ სინათლე უსინათლოთათვის"   საქველმოქმედო არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანია უსინათლოების თეატრის შექმნა.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)