სომხეთის ისტორიის საგანი საქართველოს სომხურ სკოლებში არ ისწავლება - არც პროგრამით გათვალისწინებულ, არც ფაკულტატიურ დონეზე. ამ საკითხის გადაწყვეტაზე მუშაობენ შესაბამისი ორგანოები, მანამდე კი საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების ინიციატივით ჩამოყალიბდა ისტორიის წრე, რომლის წევრი სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები დიდი ინტერესით სწავლობენ სომხეთის ისტორიას.
წრემ გააფართოვა მოღვაწეობა და გამოვიდა თბილისის სომხური ისტორიული და კულტურული ძეგლების შესწავლის ინიციატივით. ამ მიზნით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება - ხელოვნების და კულტურის შემსწავლელი სტუდენტები ჩაერთონ მუშაობაში, მათი მონაწილეობით ჩატარდეს სამუშაოები თბილისში სომხური კვალის შენარჩუნების მიმართულებით.
2015 წლის 23 მაისს, გაიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების სომხეთის ისტორიისა და სომხური კულტურული ძეგლების დაცვის კლუბის პრეზენტაცია, რომელშიც გაწევრიანდნენ უფროსკლასელები, სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების არქიტექტურის, დიზაინის, საინჟენრო ფაკულტეტებზე.
აღსანიშნავია, რომ ახალად შექმნილი კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს მომდევნო დღეს დაუყოვნებლივ თბილისის ვერის სასაფლაოზე წასვლა და კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარება, სადაც განისვენებს უამრავი ეთნიკურად სომეხი მოღვაწე.
2015 წლის 24 მაისს, ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელ ვალერი ბადალიანის, განყოფილების თანამშრომლების - ნინა სეროპოვას, ჰოვანეს შაჰნაზარიანის, ეპარქიის სამართლებრივ საკითხთა განყოფილების დირექტორ მიქაელ ავაგიანის და საზოგადოებრივ მოღვაწე იური მიკირტუმოვის ხელმძღვანელობით 30-მდე ახალგაზრდა, საჭირო ინსტრუმენტებით აღჭურვილები გაემართნენ ვერის სასაფლაოსკენ. ჯგუფმა მთელი დღის განმავლობაში იმუშავა, გაწმინდა სასაფლაო ნაგვისაგან, ბალახი და ეკლები მოაცილა კეთილშობილური მოქალაქეების საფლავ -სამაროვნებს.
ამ სასაფლაოზე განისვენებენ სომეხი საზოგადო მოღვაწეები და მეცნიერები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თბილისის კულტურული ცხოვრების განვითარებაში. ეს არის სამარხები იმ თავდადებულ ადამიანებისა, რომელთა ნათესავები დეპორტირებულ იქნენ, მოკლულ იქნენ ან საზღვარგარეთ გადაიხვეწეს.
სასაფლაო დაარსდა მე -19 საუკუნის 30-იან წლებში და იმთავითვე იყო მხოლოდ მდიდარი და კეთილშობილი ადამიანების სასაფლაო.
სასაფლაოზე დღემდე არის შენარჩუნებული ევროპელ არქიტექტორთა პროექტებით აგებული სამარხები, რომლებიც ხელოვნების შედევრებია და ისტორიულ-არქიტექტურული ღირებულება აქვთ.
სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ირგვლივ შეკრებილი ახალგაზრდები კარგად გაიზარებენ თავიანთ მოვალეობას წინაპრების ხსოვნის წინაშე და მზაობით მონაწილეობენ შაბათობებში როგორც სომეხ დიდებულთა ხოჯივანქის პანთეონში, ასევე ვერეს, პეტრე-პავლეს სასაფლაოებზე, ამით პატივს მიაგებენ წინაპრების ხსოვნას ამ ქალაქში.
მსგავსი ღონისძიებები არ შემოიფარგლება მხოლოდ თბილისით.
|