1geo

fb you od

სომხურმა კუთხემ მიიპყრო კულტურის მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის ყურადღება PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

DSC031491 

21 მაისი გამოცხადებულია კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ. წელს  ,,კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ - კავკასიურ სახლში“ ორგანიზებულ საქართველოს ეროვნული უმცირესობების კულტურისა და დიალოგის განვითარებისადმი მიძღვნილი საინტერესო და მრავალფეროვანი გამოფენით საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

ეროვნული კულტურა, სამზარეულო და ეროვნული ყოფა ჰქონდათ წარმოდგენილი საქართველოში მცხოვრებ აფხაზებს, ოსებს, სომხებს, ჩეჩნებს, ქისტებს, გერმანელებს, ლატვიელებს, ებრაელებს და სხვებს. ექსპონატთა შორის იყო ასევე ეროვნულ უმცირერესობების პუბლიკაციები, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც გამოქვეყნდა "კავკასიური სახლის" დაფინანსებით.

გამოფენა დაათვალიერეს საქართველოს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა, საქართველოში მოქმედმა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ეროვნული უმცირესობების სათვისტომოთა წევრებმა.

სომხური კუთხე გაფორმებული იყო „ჰაიარტუნ“ ცენტრის მიერ. წარმოდგენილი იყო ეროვნული საკრავები, სომხური ხალიჩები, თბილისელ სომეხ მხატვართა ტილოები, ალბომები, კატალოგები, სომხური უნიკალური გამოცემები, სომხურად და ქართულად ნათარგმნი ძველი და თანამედროვე ლიტერატურის ნიმუშები. ამ ყველაფრის ცენტრში მოკრძალებულად ადგილი ეკავა „ჰაგო“ თოჯინას, დავთიანების თოჯინების კულტურის სახლიდან.

 საქართველოს კულტურის მინისტრმა და  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დიდი ყურადღებით დაათვალიერეს სომხური კუთხე და აღფრთოვანებულნი იყვნენ მდიდარი და მაღალმხატვრული ექსპონატებით. „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელმა ლევონ ჩიდილიანმა ქვეყნის მთავრობის წევრებს აჩუქა რუბენ საჰაკიანის ახალადგამოცემული წიგნის „სომეხთა გენოციდის“ ქართული თარგმანი.

გამოფენა გახსნა საქართველოს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ. ღონისძიების ორგანიზებას და საქართველოს მდიდარი და მრავალეთნიკური კულტურის ჩვენებას მიესალმნენ სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, „კავკასიის სახლის“ ხელმძღვანელი ნაირა გელაშვილი, საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ატაშე ოლივერ რაინერი, სათვისტომოთა წევრები. საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამართლებრივ საკითხთა და სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის განყოფილების დირექტორმა მიქაელ ავაგიანმა გამოთქვა საქართველოს სომეხთა ეპარქიისა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის მზაობა მონაწილეობა მიიღონ კულტურის სამინისტროსა და „კავაკასიის სახლის“ ყველა ინიციატივაში. შემდეგ დამსწრეებს მიესალმა თოჯინების სახლის დიასახლისი ქალბატონი ჟანა დავთიანი, ჰაგო თოჯინის მიერ გევორგ ემინის "ეს საოცარი სომეხი" ლექსის დეკლამაციით.

სტუმრებს ეროვნული კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა მიეცათ.

DSC03123 DSC03145 DSC03133  

11219502 821258761255733 273120193237391006 o 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)