2015 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პროექტის "რელიგია და სამართალი" ფარგლებში გამოცემული წიგნის - "ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები რელიგიის თავისუფლებაზე" პრეზენტაცია.
|
დაწვრილებით...
|
|
2015 წლის 13 სექტემბერს, წალკის რაიონის სოფელ აიაზმაში ხალხური სიმღერის ზეიმი გაიმართა, რომელიც მიეძღვნა ამ სოფლის შვილს, აშუღური სიმღერის ოსტატ გუსან ჰავასის (არმენაკ პარსამის ძე მარკოსიანი).
|
დაწვრილებით...
|
2015 წლის 14 სექტემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მარნეულის რაიონის სომხური თემების ახლად დანიშნულმა სულიერმა მოძღვარმა არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა, თბილისის “სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერი მსახურის მღვდელ მანუკ ზეინალიანისა და სუბდიაკვან ჰოვსეფ ჩირახოვის თანხლებით, აღასრულა პირველი სამწყემსო ვიზიტი მარნეულის რაიონის სომხურ თემებში.
|
დაწვრილებით...
|
2015 წლის 14 სექტემბერს , საქართველოში ყველა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაიწყო 2015-2016 - სასწავლო წელი. ახალი სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმო პირობებში გაისმა ასევე თბილისის და საქართველოს რეგიონების სომხურ სკოლებში. ამჟამად საქართველოში მოქმედებს 150-ზე მეტი სომხური სწავლებით სასწავლო დაწესებულება. დღეს დედაქალაქ თბილისში სასწავლო წელი სომხური სკოლის სტატუსით დაიწყეს 104-ე საჯარო სკოლამ, სომხური სექტორებით - 132-ე და 103-ე სკოლებმა.
|
დაწვრილებით...
|
ღრმა არის შთაბეჭდილება, როდესაც შენი ხალხის ისტორია ხდება უცხოელების სამეცნიერო კვლევების წყარო, იტაცებს მეცნიერს - ისტორიის მოსახვევებში მეტის გაგების და ბნელი კუთხეების გამოვლენის წყურვილით. სწორედ ასეთი შთაბეჭდილება დატოვა ახალგაზრდა ისტორიკოსმა - ბელორუსის ქალაქ მინსკში მოქმედი „ანივ“ არმენოლოგიური კვლევების მხარდაჭერის და განვითარების ფონდის მეცნიერ- მუშაკმა ევგენი გურინოვმა, რომელიც 2015 წლის 11 სექტემბერს, "ჰაიარტუნ" ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში სტუმრობდა.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 151 152 153 154 155 156 157 158 159 160 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 152, სულ 280 |