1geo

fb you od

ახალ სასწავლო წელს - ახალი მიღწევები PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

 8891020841090991544 o 

2015 წლის 14 სექტემბერს , საქართველოში ყველა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაიწყო 2015-2016 - სასწავლო წელი. ახალი სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმო პირობებში გაისმა ასევე თბილისის და საქართველოს რეგიონების სომხურ სკოლებში. ამჟამად საქართველოში მოქმედებს 150-ზე მეტი სომხური სწავლებით სასწავლო დაწესებულება. დღეს დედაქალაქ თბილისში სასწავლო წელი სომხური სკოლის სტატუსით დაიწყეს 104-ე საჯარო სკოლამ, სომხური სექტორებით - 132-ე და 103-ე სკოლებმა.

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით თბილისის 104-ე სკოლას ეწვივნენ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, სკოლის ყოფილი მასწავლებლები და კურსდამთავრებულები.

ყვავილებით ხელდამშვენებული ბიჭები და გოგონები საზეიმოდ იყვნენ ჩამწკრივებულნი სკოლის სპორტულ მოედანზე, ეზოში მათთან ერთად იყვნენ მშობლები, ბებიები და ბაბუები, სტუმრები.

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკების სახელმწიფო ჰიმნების შემდეგ, აღმართეს საქართველოს სახელმწიფო დროშა და გაიჟღერა სკოლის ჰიმნმა. სკოლის დირექტორმა ირინა ჟამკოჩიანმა ყველას მიულოცა ახალი 2015-2016 სასწავლო წელი და განაცხადა, რომ სკოლა მზად და ახალი სლოგანით „ახალ სასწავლო წელს ახალი მიღწევები“ იწყებს სასწავლო წელს და დასძინა, რომ წელი იქნება საინტერესო, ბევრი ახალი პროექტი და იდეაა განსახორციელებელი სკოლის მოსწავლეების, პედაგოგებისა და მშობლების ერთობლივი ძალებით.

შემდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა აკურთხა დამსწრეები და ახალი სასწავლო წელი მიულოცა ყველას. წინამძრვარმა მოუწოდა მოსწავლეებს კარგად სწავლისკენ და ურჩია ძალ-ღონე არ დაიშურონ, დაძლიონ სწავლის სირთულეები და იცხოვრონ იმის რწმენით, რომ მაღალი ტექნოლოგიებით აღსავსე 21-ე საუკუნეში მხოლოდ კარგი განათლებაა კარგი მომავლის საწინდარი.

საქართველოს ხელისუფლების სახელით მოსწავლეებს სწავლაში წარმატებები უსურვა საქართველოს პარლამენტის წევრმა რუსლან პოღოსიანმა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის კოორდინატორმა კარინე მანუკიანმა დამსწრეებს გააცნო ის სიახლეები, რომლებიც ელით ახალ სასწავლო წელს და განაცხადა, რომ სომხური სკოლების კურსდამთავრებულებმა წელსაც წარმატებით გადალახეს უმაღლესში ჩაბარების ზღვარი და ჩაირიცხნენ ქართული ენის სწავლების პროგრამაზე სხვადასხვა უნივერსიტეტებში.

მოსწავლეებს კარგად სწავლის, სომხური აღზრდა-განათლების მიღების, ამ ქვეყნის ღირსეულ მოქალაქედ ყოფნის და ნამდვილ პიროვნებად ჩამოყალიბების კეთილი სურვილებით მიმართეს გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექტორმა ლევონ ჩიდილიანმა, პოეტმა, თარჯიმანმა ანაჰიტ ბოსტანჯიანმა, საქართველოს სომეხთა კავშირის თავმჯდომარე ჰენრიხ მურადიანმა, ქართველ სომეხთა კავშირის თავმჯდომარე ნარეკ ბაიანდურიანმა, ამ სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა ნორაირ ბაღდასარიანმა და სხვებმა.

პირველი ზარი სიმბოლურად დარეკა წლევანდელმა პირველკლასელმა, მოსწავლეებმა კლასებში გადაინაცვლეს. ახალი სასწავლო წელი ამ სკოლამ დაიწყო 300 მოსწავლით. პირველ კლასში ივლის 25 მოსწავლე, 13 მათგანი საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელი იყო.

ახალი სასწავლო წელი მზად დაიწყო თბილისის, სამცხე ჯავახეთის, ქვემო ქართლის რეგიონების და ქალაქ ბათუმის ყველა ტიპის სომხურმა სკოლამ.

11045459 808643522585795 8313839301756288175 o 11950435 808643485919132 2617555948259872527 o 

12022361 808643509252463 5362538354418628612 o 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)