1geo

fb you od

ახლად დანიშნული არქიმანდრიტ ხორენ ჰოვანისიანის პირველი სამწყემსო ვიზიტი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

DS 

2015 წლის 14 სექტემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მარნეულის რაიონის სომხური თემების ახლად დანიშნულმა სულიერმა მოძღვარმა არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა, თბილისის “სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერი მსახურის მღვდელ მანუკ ზეინალიანისა და სუბდიაკვან ჰოვსეფ ჩირახოვის თანხლებით, აღასრულა პირველი სამწყემსო ვიზიტი მარნეულის რაიონის სომხურ თემებში.

ვიზიტი დაემთხვა საქართველოში ახალი სასწავლო წლის დაწყებას და დაიწყო დაბა შაუმიანის პირველ (დირექტორი: არტიუშ ურუმიანი) და სოფელ ახქიორფის (დირექტორი: ვიოლეტა სუქიასიანი) საჯარო სკოლებში ვიზიტით. სკოლის მოსწავლეების, მათი მშობლების და მასწავლებლების კურთხევის შემდეგ, მათ გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარ მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა და საჩუქარი - საბავშვო ბიბლია.

ვიზიტის ფარგლებში სასულიერო პირებმა და თბილისიდან ჩასულმა სტუმრებმა ლოცვა აღავლინეს დაბა შაუმიანის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიაში. სოფელ ახქიორფის უძველეს სამლოცველოში კი, რომელიც სავსე იყო ადგილობრივებით, ხორენ არქიმანდრიტმა აღავლინა თავისი პირველი საღმრთო ლიტურგია, თბილისიდან ჩასული მგალობელთა გუნდის მონაწილეობით. საღმრთო ლიტურგიის დროს წმინდა მამამ იქადაგა ჯვართამღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, შემდეგ შესრულდა გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდის წესი.

საინტერესო იყო სოფლის კლუბში სულიერი მამების შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან. სოფლის მცხოვრებლებმა დაუმალავი სიხარულით მიიღეს ახლად დანიშნული სულიერი მამა, ისაუბრეს სათემო და საეკლესიო, ემიგრაციის შეჩერების, ახალგაზრდების ეკლესიასთან და რწმენასთან დაახლოების და დასახლებაში გრიგოლ განმანათლებლის რწმენის ნათლად შენარჩუნების საკითხებზე.

ვიზიტი დასრულდა სოფელ წითელში. სტუმრებმა სანთლები დაანთეს და ლოცვა აღავლინეს „სრბოც ავეტარანჩაც“ სამლოცველოში. თბილისიდან ჩასულმა სტუმრებმა და სასულიერო პირებმა ქედი მოიხარეს სომეხთა გენოციდის მოწამე წმინდანად შერაცხულთა ხსოვნის ხაჩქარის წინაშე. არქიმანდრიტმა ხორენმა შეიტყო, რომ სომხებით დასახლებულ ამ სოფელში ძირითადად გენოციდის წლებში გადარჩენილ და საქართველოში დასახლებულთა შთამომავლები ცხოვრობენ.

შთამბეჭდავი იყო ხორენ არქიმანდრიტის პირველი სამწყემსო ვიზიტი მარნეულის რაიონის სომხურ თემებში.

DSC03944 DSC03960 DSC03962 

DSC04004 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)