სომეხთა გენოციდის 101-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიწყო 23 აპრილს, ეკლესიებში შესრულებული მშვიდობის ღვთისმსახურებებით.
|
დაწვრილებით...
|
|
2016 წლის 21 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზის კედლებს ამშვენებდა სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ეჯმიაწინის მხატვრების - არევიკ მკრტიჩიანის, მანან მურადიანის და გოჰარ ჰარუთუნიანის ფერწერული ტილოები. დაახლოებით 3 ათეული ფერწერული ნამუშევრის, სახელწოდებით „აღორძინება“, გამოფენის ინიციატორი საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრია, საქართველოს სომეხთა ეპარქიის და ეჯმიაწინის მერიის კულტურის განყოფილების მხარდაჭერით, საქართველოს სომეხ მხატვართა და საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირებთან პარტნიორობით. გამოფენა გაიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის, სომეხთა გენოციდის წმინდანად შერაცხულ მოწამეთა ხსოვნისადმი მიძღვნილ 101-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებათა ფარგლებში.
|
დაწვრილებით...
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, ინიციატივით "ნატო-ს კვირეულის" პროგრამის ფარგლებში, 2016 წლის 16 აპრილს, მოეწყო სომეხი ახალგაზრდების სასწავლო ექსკურსია საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თბილისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ჯავახეთიდან და საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული „ჰაიარტუნ“ ცენტრის აქტივისტები.
|
დაწვრილებით...
|
2016 წლის 20 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი" საბავშვო ბაღის აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ზეიმი. დღის საიდუმლოს შესაბამისად გაფორმებულ დარბაზში ადგილები ეკავათ მღვდელმსახურებს, "ჰაიარტუნ" ცენტრის თანამშრომლებს, მშობლებს და სტუმრებს.
|
დაწვრილებით...
|
2016 წლის 16-17 აპრილს, საქართველოს დედაქალაქმა უმასპინძლა სპორტული ცეკვების საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილე 12 ქვეყნის წარმომადგენლებს. თბილისის ახალად გახსნილ სპორტის სასახლეში სპორტული და ეროვნული ცეკვები წარმოადგინეს როგორც სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა ანსამბლებმა, ასევე ადგილობრივმა ანსამბლებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა. ოლიმპიადა მიზნად ისახავდა ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი, სპორტული და კულტურული ცხოვრების წესის განმტკიცებას და ქალთა სპორტული ჯგუფების მხარდაჭერას.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 131 132 133 134 135 136 137 138 139 140 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 131, სულ 280 |