1geo

fb you od

ეჯმიაწინის ქალ მხატვართა გამოფენა "ჰაიარტუნ" ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

DSC06309 

2016 წლის 21 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზის კედლებს ამშვენებდა სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ეჯმიაწინის მხატვრების - არევიკ მკრტიჩიანის, მანან მურადიანის და გოჰარ ჰარუთუნიანის ფერწერული ტილოები. დაახლოებით 3 ათეული ფერწერული ნამუშევრის, სახელწოდებით „აღორძინება“, გამოფენის ინიციატორი საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრია, საქართველოს სომეხთა ეპარქიის და ეჯმიაწინის მერიის კულტურის განყოფილების მხარდაჭერით, საქართველოს სომეხ მხატვართა და საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირებთან პარტნიორობით. გამოფენა გაიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის, სომეხთა გენოციდის წმინდანად შერაცხულ მოწამეთა ხსოვნისადმი მიძღვნილ 101-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებათა ფარგლებში.

გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი რუსლან პოღოსიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატები კარენ მელიქიანი, კარენ პარუნაკიანი და ელინა მკრტჩიანი, სათვოსტომოს და ხელოვნების მოღვაწეები, საზოგადოების წარმომადგენლები.

გამოფენა თბილისელი სომხების არცახის ოთხდღიანი ომის კოშმარიდან გამოსვლის, შემოქმედებითი აზროვნებით, მდიდარი კულტურითა და ეროვნული ერთიანობით გამარჯვების ნების გამოხატულება იყო, რაც აშკარად ისხივებოდა წარმოდგენილი ფერწერული ტილოების ნათელი ფერების ლამაზი კომბინაციითა და მდიდარი პალიტრით შესრულებული გამოსახულებებით.

ლევონ ჩიდილიანის, კარენ მელიქიანის, სუსანა ხაჩატრიანის, გივი შაჰნაზარის, თენგიზ მიკოიანცის, გოჰარ ჰაკობიანის, ენოქ თადევოსიანის გამოსვლებში ცალსახად გაიჟღერა მაღალმა შეფასებამ უამრავი გამოფენის და ფესტივალის მონაწილე მხატვრების შემოქმედებითი ფანტაზიის, მამაცი განცდების, თავისებური გამომხატველობის მიმართ, რაც იქცა სომხური მდიდარი ეროვნული კულტურის შემადგენელ ნაწილად. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ერთიანობით, სიყვარულით ცხოვრების, სომეხი ადამიანის მიერ კეთილისა და მშვენიერის შექმნის ძლიერ ნებას და გამარჯვების მიღწევას.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა შეაჯამა ღონისძიება, მაღალი შეფასება მისცა საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის ნაყოფიერ მუშაობას, მისი თავმჯდომარის, გამორჩეული მინიატურისტის მერუჟან შაუმიანის ძალისხმევით "ჰაიარტუნ" ცენტრში მოწყობილ სომეხი და ქართველი მხატვრების დღეს უკვე მე -40 გამოფენას. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მადლიერება გამოუხატა ეჯმიაწინიდან ჩამოსულ მხატვრებს, ფერწერის მდიდარი ტრადიციების მქონე თბილისში გამოფენის მოწყობისა და აუდიტორიის მაღალი შეფასების მიღებისათვის, მათ წარმატებები უსურვა მამაცი სულისკვეთებით, სამშობლოს სიყვარულით კულტურული ფასეულობების შექმნის საქმეში.

თავიანთი ნამუშევრების გამოფენის ორგანიზებისა და თბილი მიღებისათვის მადლობა გადაიხადეს გამოფენაზე დამსწრე არევიკ მკრტიჩიანმა და გოჰარ ჰარუთუნიანმა. გამოფენა გაგრძელდება მაისის შუა რიცხვებამდე.

 

DSC06305 DSC06306 DSC06316 

IMGP0489 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)