საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების მოღვაწეობის ერთ-ერთი მიმართულება სომეხი ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიული და კულტურული ძეგლების გაცნობაა. გაცნობითი ექსკურსიის პირველ მიმართულებად იქნა არჩეული კახეთის რეგიონი.
|
დაწვრილებით...
|
2016 წლის 6 მარტს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა "მიხეილ ლორის-მელიქოვი: დიდი სომეხი და უძლეველი მხედართმთავარი“ ვიდეოფილმის და „ერგრი კაროტოვ“ (სამშობლოს ნოსტალგიით) წიგნის პრეზენტაცია, რომელიც მოამზადა "კარწიქ“ (აზრი) შემოქმედებითმა ჯგუფმა (ხელმძღვანელი: სერგო ერიციანი).
|
დაწვრილებით...
|
2016 წლის 5 მარტს, ქვეყნის მცველის დღესთან დაკავშირებით, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის თავმჯდომარეობით, შესრულდა პანაშვიდის წესი ცხონებული მხედართმთავრის, ვაზგენ სარგსიანისა, და 1988 წლიდან 1994 წლამდე სომხეთისა და არცახის თავდაცვის მიზნით დაღუპული ქვეყნის მცველ მოხალისეთა სულების სიმშვიდისთვის.
|
დაწვრილებით...
|
2016 წლის 5 მარტს, სებასტიელი ორმოცი წმინდა ყრმის ხსენების დღეს, თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით, საღმრთო ლიტურგია აღევლინა.
|
დაწვრილებით...
|