1geo

fb you od

თბილისელი სომეხი მორწმუნეების მომლოცველობა ვარაგავანქში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

a1 

ვარაგის წმინდა ჯვრის დღესასწაული სომეხთა   სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის ერთ-ერთი გამორჩეული და საყვარელი      დღესასწაულია. ამ დღესასწაულს აღნიშნავს მხოლოდ  სომეხთა ეკლესია და მას აქვს ეროვნული დღესასწაულის   რეზონანსი.   დღესასწაული მოძრავია.

დაწვრილებით...
 
საქართველოს სომეხთა ეპარქიის საკათედრო ტაძარში აღინიშნა სურბ გევორგ მხედართმთავრის დღესასწაული PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

1 

2017  წლის 30 სექტემბერს,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში სურბ გევორგ მხედართმთავრის დღესასწაული   სათანადოდ აღინიშნა. ეს დღე ასევე იყო „სურბ გევორგ“ ეკლესიის მოლოცვის დღე.

დაწვრილებით...
 
საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სრულიად სომეხთა ფორუმში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

abece 

2017 წლის 18-20 სექტემბერს ერევნის კარენ დემირჭიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში გაიმართა სომხეთი-დიასპორა მე-6 სრულიად სომეხთა ფორუმი, რომელიც მიმდინარეობდა სლოგანით  „ურთიერთნდობა, ერთობა და პასუხისმგებლობა“ და გამოირჩეოდა თავისი წარმომადგენლობით. ფორუმს ესწრებოდა 1800-მდე მონაწილე 71 ქვეყნიდან.  საქართველოს სომხურ სათვისტომოს წარმოადგენდა 54 მიწვეული თბილისიდან, ბათუმიდან, სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებიდან. მონაწილეები სომხური ორგანიზაციების და სტრუქტურების, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ორგანიზაციების სომეხი ხელმძღვანელები,   ინტელიგენციის წარმომადგენლები და     სათვისტომოს მოღვაწეები იყვნენ.

დაწვრილებით...
 
საქართველოს სომეხი ახალგაზრდების შემეცნებითი და თანამშრომლობის ვიზიტი სომხეთში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

IMG 7596 

სომხეთის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებას თანამშრომლობის რამდენიმე წლის ისტორია აკავშირებს.   ეს თანამშრომლობა თანდათან  ფართოვდება და  პატრიოტული და სამშობლოს სულისკვეთებით იმსჭვალება.

დაწვრილებით...
 
სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციის შეხვედრა საქართველოს სომხურ სათვისტომოსთან PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

1a 

თბილისში   სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაცია, თავმჯდომარის, არა ბაბლოიანის, ხელმძღვანელობით,  2017 წლის 26 სექტემბერს, ეწვია სომეხ მწერალთა და    საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონს, სადაც მას დახვდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის  საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის დიპლომატები, მღვდელმსახურები.    სტუმრებმა ყვავილებით შეამკეს ერის დიდებულთა საფლავები, ეპარქიის წინამძღვრის ხელმძღვანელობით შესრულდა პარაკლისი.

დაწვრილებით...
 
<< თავი < წინა 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 შემდეგ > ბოლო >>

გვერდი 76, სულ 280