1geo

fb you od

საქართველოს სომეხი ახალგაზრდების შემეცნებითი და თანამშრომლობის ვიზიტი სომხეთში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

IMG 7596 

სომხეთის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებას თანამშრომლობის რამდენიმე წლის ისტორია აკავშირებს.   ეს თანამშრომლობა თანდათან  ფართოვდება და  პატრიოტული და სამშობლოს სულისკვეთებით იმსჭვალება.

სომხეთის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე წელს განხორციელდა შემეცნებითი და თანამშრომლობის  ვიზიტი    სომხეთში. ვიზიტის მიზანი დიასპორაში სომხური იდენტობის შენარჩუნებაა,  სომხეთისა და დიასპორის კავშირების გაფართოება და ახალგაზრდების თანამშრომლობის განვითარება.

2017 წლის 22 სექტემბერს, დილით, საქართველოს სომეხი ახალგაზრდების 25-კაციანმა ჯგუფმა მიიღო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის   კურთხევა და საუკეთესო სურვილები, განყოფილების დირექტორის ვალერი ბადალიანის ხელმძღვანელობით, პროგრამების კოორდინატორის ნინა სეროპოვასა და დიაკვან გევორგ ანტონიანის თანხლებით, შემეცნებითი ვიზიტით გაემგზავრა სომხეთში.   ჯგუფში ჩართულნი იყვნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის, რუსთავის, მარნეულის, ბოლნისის, წალკის, ნინოწმინდის, ახალქალაქის, ბათუმის აქტიური და ეკლესიის მოყვარული ის ახალგაზრდები, რომლებიც აფასებენ სულიერსა და ეროვნულს, ერთობასა და   კონსოლიდაციას, თავიანთი საქმით შთააგონებენ     სხვა სომეხ  ახალგაზრდებს.

 მიუხედავად იმისა, რომ გრძელი გზის გავლით დაღლილები იყვნენ, ახალგაზრდების ჯგუფი პირველ   დღეს ესტუმრა გიუმრის მარიამ და ერანუჰი ასლამაზიანების გალერეას . „იოთვერქ“ ეკლესიაში სანთლების დანთების და „საღმოსავანქში“ ლოცვის შემდეგ, ახალგაზრდები კარგი განწყობით, მხიარული სიმღერითა და მუსიკით გაემგზავრნენ დედაქალაქ ერევანში.

დედა სამშობლოში  ვიზიტის მეორე დღეს, საქართველოს სომეხი ახალგაზრდები ეწვივნენ სომხეთის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამინისტროს წარმომადგენლები, სხვადასხვა რეგიონების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები.   

ახალგაზრდული ღონისძიებების განხორციელების  ცენტრის დირექტორმა დავით ჰარუთიუნიანმა ისაუბრა სამინისტროს მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროგრამებზე,    რომლებიც მოიცავს შემეცნებით  ვიზიტებს, შეხვედრებს, ტრენინგებს. შემეცნებითი ვიზიტების  ფარგლებში განხორციელდა საქართველოს სომეხი ახალგაზრდების აღნიშნული ვიზიტი სომხეთში.   შეხვედრაზე წარმოადგინეს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამები, საქმიანობის სტრატეგიები,   პრიორიტეტები.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების    დირექტორმა ვალერი ბადალიანმა კმაყოფილება გამოთქვა სომხეთის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობის, სხვადასხვა პროგრამების     განხორციელების მხარდაჭერის, სომხეთის სხვადასხვა რეგიონებში, ასევე არცახში განხორციელებული ვიზიტებისთვის, ხაზი გაუსვა, რომ ეს ვიზიტები ხორციელდება მაღალ დონეზე და კარგი შემართებით. მან იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი პროგრამები უწყვეტი იქნება.    

შეხვედრის დროს, ახალგაზრდებმა ისაუბრეს ამ პროგრამაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე, ასევე თავიანთ  ინტერესებსა და გატაცებებზე.

ვიზიტის  მეორე დღეც დატვირთული იყო, ვინაიდან ახალგაზრდები გარნისა და გეღარდში ვიზიტის შემდეგ ეწვივნენ ხორ ვირაპს, ისტორიის მუზეუმს, დაათვალიერეს ერევანი, შემდეგ გაემგზავრნენ ტათევში, ისიამოვნეს საბაგიროთი მგზავრობის შიშნარევი სიხარულით, ღამე გორისში გაათენეს.   

სამდღიანი ვიზიტის პროგრამა საინტერესო, მდიდარი და ინფორმაციული იყო. საქართველოს ახალგაზრდებმა  ყვავილებით შეამკეს  წიწერნაკაბერდის მემორიალი, ისიამოვნეს   მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში ლოცვითა და სანთლების დანთების სულიერი სიხარულით. ნათელი შთაბეჭდილებებით და    პატრიოტული სულისკვეთებით დაბრუნდნენ სახლში.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილება მადლობას უხდის სომხეთის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და  ახალგაზრდული ღონისძიებების განხორციელების  ცენტრის დირექციას, ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების მუდმივი მხარდაჭერისა და მასთან თანამშრომლობისთვის.

IMG 2458 IMG 7461 IMG 7732 IMG 7929 

IMG 8716 IMG 24671 21616053 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)