1geo

fb you od

საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სრულიად სომეხთა ფორუმში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

abece 

2017 წლის 18-20 სექტემბერს ერევნის კარენ დემირჭიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში გაიმართა სომხეთი-დიასპორა მე-6 სრულიად სომეხთა ფორუმი, რომელიც მიმდინარეობდა სლოგანით  „ურთიერთნდობა, ერთობა და პასუხისმგებლობა“ და გამოირჩეოდა თავისი წარმომადგენლობით. ფორუმს ესწრებოდა 1800-მდე მონაწილე 71 ქვეყნიდან.  საქართველოს სომხურ სათვისტომოს წარმოადგენდა 54 მიწვეული თბილისიდან, ბათუმიდან, სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებიდან. მონაწილეები სომხური ორგანიზაციების და სტრუქტურების, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ორგანიზაციების სომეხი ხელმძღვანელები,   ინტელიგენციის წარმომადგენლები და     სათვისტომოს მოღვაწეები იყვნენ.

ფორუმს თავისი   დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.

დიასპორის  სამინისტროს ძალისხმევით ორგანიზებული იყო  სრულყოფილი,  მდიდარი    პროგრამით ფორუმი,  პლენარული და თემატური სესიებით, ფორმირებული იყო პავილიონები, რომლებშიც თავიანთი მიღწევები ჰქონდათ წარმოდგენილი ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრებს „თუმოს“ და „აიბს“, კოლეჯ „ქვანტს“.  

საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები ჩართულები იყვნენ სომხური იდენტობის შენარჩუნების, საგარეო პოლიტიკის, ანტისომხური აგიტაციის და სომხეთის რესპუბლიკის განვითარების მიმართულებით სხდომებში.  

ფორუმის მუშაობის დღეებში ორგანიზებული იყო მხატვრული ღონისძიებები, ყველა ღონისძიება იყო განუმეორებელი და შთამბეჭდავი.  

ფორუმი ასევე გამოცდილების გაზიარების, მსოფლიოში გაფანტულ თანამემამულეებთან     ახალი კონტაქტების დამყარების დიდი შესაძლებლობა იყო. სასიხარულოა, რომ  საქართველოს სომხური სათვისტომოს შესახებ ინფორმირებული იყო  დიასპორის ბევრი ჩვენი თანამემამულე.  ისინი დაინტერესებულნი არიან საქართველოში ჩამოსვლით, რათა ყვავილებით შეამკონ  ჩვენი დიდებულების საფლავები და იგრძნონ აშუღ საიათნოვას  სამშობლოს სურნელი.    

აღსანიშნავია, რომ ეროვნული შეკრება პირველად 1999 წლის სექტემბერში გაიმართა,   სომხეთი-დიასპორა კონფერენციის სახით. პირველი     სამი კონფერენცია ორგანიზებული იყო სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ხოლო 2011 და 2014 წლებში -  დიასპორის სამინისტროს მიერ.

11 22 11111 44 

55 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)