სიახლეები
|
2017 წლის 12 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიაში, სომეხთა გენოციდის ღონისძიებათა ციკლიდან გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით „ქალი გენოციდის წლებში“, რომელიც ინიცირებული იყო საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის მიერ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრთან ერთად. მიზანი იყო აუდიტორიის გაფართოება და უცხოენოვანი მსმენელისთვის, მათ გასაგებ ენაზე, სომეხთა გენოციდის საშინელებების გაცნობა და სომხური იდენტობის შენარჩუნების საქმეში სომეხი ქალის როლის წარმოდგენა.
|
დაწვრილებით...
|
|
სიახლეები
|
2017 წლის 8 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში ჩატარდა ლექცია თემაზე „სომხური იერუსალიმი“. დიდი მარხვის ამ დღეებში იერუსალიმის წმინდა ადგილების, კერძოდ „სომხური უბნის“, უფრო დეტალურად, ლექციით წარმოდგენის ერევნის სერგო ფარაჯანოვის სახლ-მუზეუმის დამფუძნებელი დირექტორის, ხელოვანისა და ფოტოგრაფის, ზავენ სარგსიანის, განზრახვა თბილისელი სომხების მიერ მიღებულ იქნა დიდი კმაყოფილებით და ღრმა მადლიერებით.
|
დაწვრილებით...
|
სიახლეები
|
2017 წლის 9 აპრილს, ქრისტიანულმა სამყარომ აღნიშნა ბზობა - იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში. სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში დღესასწაულთან დაკავშირებით აღევლინა საღმრთო ლიტურგია.
|
დაწვრილებით...
|
სიახლეები
|
2017 წლის 9 აპრილს, საქართველოში აღინიშნა ეროვნული ერთიანობის დღე.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის პერსონალი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ხელმძღვანელობით, ეწვივნენ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აღმართულ 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ხსოვნის მემორიალს.
|
დაწვრილებით...
|
სიახლეები
|
2017 წლის 7 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიაში, საღამოს ღვთისმსახურებამდე გაიმართა მყუდრო ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ხარებას, კერძოდ კი - დედისა და სილამაზის დღეს.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 96, სულ 280 |