1geo

fb you od

ქალაქ რუსთავში სომხურ ენაზე პირველად აღევლინა წირვა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

IMG 9216 

სულ  ერთი კვირის წინ, ქალაქ  რუსთავში საზეიმოდ გაიხსნა „სურბ გრიგორ ნარეკაცი“     სასულიერო,  კულტურულ-საგანმანათლებლო  და ახალგაზრდული ცენტრი, რომლის გარშემო უნდა გაერთიანდეს ამ ქალაქის სომხური თემი. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა აკურთხა წმინდა ქვა და ხატი, რომელთანაც ყოველ კვირა დღეს სასულიერო ცენტრში უნდა აღევლინოს საღმრთო ლიტურგია.

დაწვრილებით...
 
მომლოცველობა სომხეთის წმინდა ადგილებისკენ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

IMG 1862-1 

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების     ინიციატივით და ეპარქიის საეპისკოპოსოს მხარდაჭერით, 2017 წლის 20 მაისს, მოეწყო თბილისელი სომეხი მორწმუნეების   ერთდღიანი მომლოცველობა სომხეთის წმინდა ადგილებში - ჰაღარწინსა და გოშავანქში.  

დაწვრილებით...
 
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო უმაღლესი სასულიერო საბჭოს კრებაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

18446787 

2017 წლის 16-18 მაისს, მოსკოვში, რუსეთის და ახალი ნახიჯევანის  სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოში,   სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის  გარეგინ მეორის   თავმჯდომარეობით,  გაიმართა   უმაღლესი სასულიერო საბჭოს   კრება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.

დაწვრილებით...
 
"კავკასიურ სახლში" სომხური დუდუკის ჰანგები ისმოდა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

a1 

2017 წლის 18 მაისს,  თბილისში, საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა კავკასიური სახლის  სტუმრები იყვნენ “ჰორიზონტი“ საერთაშორისო ორგანიზაციის  ევროპულ პარტნიორ  ორგანიზაციათა წარმომადგენლები.   "კავკასიურმა სახლმა" მაღალი რანგის სტუმრებს წარუდგინა თბილისის მრავალეროვნული კულტურის ნიმუშებით შედგენილი   ლამაზი კონცერტი.

დაწვრილებით...
 
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო რელიგიის თემაზე კონფერენციაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

34427811032 86158e7e41 h

2017 წლის 8 მაისს,  ერევნის სასტუმრო „მერიოტში” გაიმართა კონფერენცია თემაზე: „რელიგიისა და რწმენის, თავისუფლების თანამედროვე პრობლემები სომხეთში, საქართველოსა და მსოფლიოში“.  კონფერენციის    ორგანიზატორი იყო ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, ნიდერლანდების სამეფოს ფინანსური მხარდაჭერით.  კონფერენციაში მონაწილეობდნენ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის   წარმომადგენლები,სომხეთში მოქმედი დიპლომატები,   სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები,  საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ოფიციალური პირები, სამართალდამცველები, სტუმრები.

დაწვრილებით...
 
<< თავი < წინა 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 შემდეგ > ბოლო >>

გვერდი 91, სულ 280