1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო უმაღლესი სასულიერო საბჭოს კრებაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

18446787 

2017 წლის 16-18 მაისს, მოსკოვში, რუსეთის და ახალი ნახიჯევანის  სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოში,   სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის  გარეგინ მეორის   თავმჯდომარეობით,  გაიმართა   უმაღლესი სასულიერო საბჭოს   კრება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.

კრების დასაწყისში, საუფლო ლოცვის შემდეგ,  კრების მონაწილეებმა ლოცვა აღავლინეს უმაღლესი სასულიერო საბჭოს ცხონებული წევრის, აკადემიკოს ვლადიმირ ბარხუდარიანის სულის სიმშვიდისთვის.

ამის შემდეგ, რუსეთის და ახალი ნახიჯევანის  სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი  ყოვლადუსამღვდელოესობის, არქიეპისკოპოს ეზრას ნერსისიანის მიწვევით მოსკოვში შეკრებილ უმაღლესი სასულიერო საბჭოს      სულიერ და საერო პირებს საპატრიარქო კურთხევა უბოძა სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა.  უწმინდესმა  მოხსენებაში აღნიშნა, რომ წელს აღინიშნება  რუსეთის სომეხთა ეპარქიის   300 წლისთავი, და რომ საიუბილეო წლის მთავარი ღონისძიებები  გაიმართება სექტემბერში, უწმინდესმა მეუფე ეზრასს მიულოცა რუსეთის კურთხეულ მიწაზე სომეხთა საეკლესიო მსახურების 300 წლისთავი და უსურვა, რომ უფალი  მფარველი იყოს სომეხი და რუსი  ხალხების საუკუნოვანი  მეგობრობისა  და ორი ეკლესიების და სახელმწიფოების   თანამშრომლობის.   

საბჭოს წევრებს უსურვა რა ნაყოფიერი მუშაობა, სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა უფალს  მფარველობა სთხოვა მსოფლიოში გაფანტული სომხობის, სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის და მის  მსახურთათვის.

სამდღიანი კრების განმავლობაში,   განხილულ იქნა საწესდებო, საეპარქიო, ეროვნული და საზოგადოებრივი მრავალფეროვანი საკითხები.

უმაღლესმა სასულიერო საბჭომ განიხილა ეროვნული-საეკლესიო კრების,    1945 წელს ძალაში შესული წესდების შევსებული პროექტი. დეტალური განხილვის შემდეგ, უმაღლესმა სასულიერო საბჭომ მიიღო შესრულებული სამუშაო და განკარგა უწმინდესი პატრიარქის კურთხევით დამტკიცებული პროექტი წარედგინოს ივნისის თვეში შესაკრებ     საეკლესიო - წარმომადგენლობით კრებას.   

2017 წლის 6-9 ივნისს მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში გასამართ საეკლესიო-წარმომადგენლობითი კრების შესახებ ინფორმაციით გამოვიდა კრების ორგანიზატორი კომიტეტის პასუხისმგებელი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა არქიეპისკოპოსი ნათან ჰოვანისიანი. უმაღლესი სასულიერო საბჭოს წევრებმა დააფასეს გაწეული   სამუშაო და     ასევე წარადგინეს თავიანთი წინადადებები.   

კრებაზე გამოვიდა კონსტანტინოპოლის   სომეხთა საპატრიარქო ვიკარიუსი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა არქიეპისკოპოსი გარეგინ ბექჩიანი, წარმოადგინა საპატრიარქოში შექმნილი რთული   ვითარება. უმაღლესმა სასულიერო საბჭომ  შეშფოთება გამოთქვა სომეხთა საპატრიარქოში შექმნილი ვითარების გამო, მხარდაჭერა აღუთქვა საპატრიარქოს,  სამღვდელოებას მოუწოდა საერო და სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად შეიტანონ თავიანთი წვლილი შექმნილი ვითარებიდან გამოსასვლელი    საუკეთესო  გადაწყვეტილებების მიღებაში.

უმაღლესმა სასულიერო საბჭომ ასევე განიხილა 2018 წლის ახალგაზრდობის წლის  დღესასწაულთან დაკავშირებული პროგრამები. ჯერ კიდევ 2016 წელს,  უმაღლესი სასულიერო საბჭოს ნიუ-იორკის კრების დროს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება -  2018 წელი გამოცხადდეს ახალგაზრდობის წლად.

ამ მიმართულებით ჩატარებული სამუშაოების შესახებ ითქვა, რომ ცალკეულ რეგიონებში ითვალისწინება ახალგაზრდული შეკრებები და ღონისძიებები, ივლისში მსოფლიოს სხვადასხვა სომხური ეპარქიებიდან მოეწყობა სამდღიანი დიდი მომლოცველობები სომხეთსა  და მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში. სამდღიანი შეკრება დასრულდება საპატრიარქო საღმრთო ლიტურგიით.   

უმაღლესი სასულიერო საბჭოს სამდღიანი  შეკრების დასასრულს,  რუსეთის და ახალი ნახიჭევანის  სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა  ყოვლადუსამღვდელოესობამ, არქიეპისკოპოსმა ეზრას ნერსისიანმა წარადგინა ეპარქიის საქმიანობის ანგარიში    და მადლიერება გამოუხატა სრულიად სომეხთა კათოლიკოსს    უზენაესი სასულიერო საბჭოს სხდომის   რუსეთის და ახალი ნახიჭევანის  სომეხთა ეპარქიაში ჩატარებისთვის.

მეუფე ეზრასმა  მოკლე ისტორიული მიმოხილვა გააკეთა რუსეთში სომეხთა ეპარქიის  დაარსების შესახებ და წარადგინა მისი საქმიანობა. უზენაესი სასულიერო საბჭოს წევრებმა კმაყოფილებით მიიღეს წარმოდგენილი ანგარიში, დააფასეს ეპარქიის  მიერ გაწეული მრავალფეროვანი ეროვნული და საეკლესიო პროგრამები.   

მოსკოვში, უზენაესი სასულიერო საბჭოს წევრების და ეპარქიის სამღვდელოების თანხლებით, უწმინდესი და უნეტარესი გარეგინ    მეორე ეწვია წმიდა ფერისცვალების ტაძარს, მოინახულეს  სატაძრო კომპლექსი, რომელიც მისი სხვადასხვა სტრუქტურებით სამშობლოდან შორს მცხოვრები სომხებისთვის იქცა არა მხოლოდ სულიერი, არამედ ეროვნული და კულტურული ცხოვრების ცენტრად.   

სტუმრები დაესწრნენ კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე მუზეუმში „ტაპან“ (კიდობანი), ეპარქიის დაარსების 300 წლისთავისადმი მიძღვნილი, სომეხი ცნობილი მხატვრების   ნამუშევრების  გამოფენის გახსნის ცერემონიას, სადაც  წარმოდგენილი იყო სომეხი ცნობილი  მხატვრების ეპარქიისთვის შემოწირული 24 ნახატი      და    4 ქანდაკება.   გახსნის ცერემონიის დამსწრეები დალოცა უწმინდესმა და უნეტარესმა გარეგინ მეორემ.  

რუსეთის და ახალი ნახიჯევანის  სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოში სრულიად სომეხთა კათოლიკოსს, უწმინდესსა და უნეტარესს, გარეგინ მეორეს რუსული ენის აკადემიის პრეზიდიუმის მიერ გადაეცა აკადემიის   უმაღლესი  ჯილდო,  ორდენი "ბეთლემის ოქროს ვარსკვლავი ", რომელიც შემოღებულ იქნა     მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ალექსი მეორის   ლოცვა-კურთხევით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს,   2000 წლისთავის  აღსანიშნავად.  ცერემონიას ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს წევრები, ეპარქიის სასულიერო პირები და   რუსული ენის აკადემიის წარმომადგენლები.

18485998 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)