1geo

fb you od

ბზობის დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

IMG 9671 

2017 წლის 9 აპრილს,  ქრისტიანულმა  სამყარომ აღნიშნა ბზობა  -  იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში. სომეხთა  სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში დღესასწაულთან დაკავშირებით აღევლინა საღმრთო ლიტურგია.

 დილიდან ხალხმრავლობა იყო თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო და „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიების ეზოებში და მიმდებარე ტერიტორიაზე. მორწმუნეები   კარგი განწყობით მოდიოდნენ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, იერუსალიმში  შესვლის სიხარულის აღსანიშნავად.

ხალხმრავალ  ეკლესიებში, დილის ღვთისმსახურების შემდეგ, აღევლინა საღმრთო ლიტურგია.  „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,   მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.

საღმრთო ლიტურგიის მსვლელობისას მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ იქადაგა ბზობის საიდუმლოსა და დღესასწაულის მნიშვნელობაზე. წინამძღვარმა მორწმუნეებს შეახსენა იესო ქრისტეს ამქვეყნიური სიცოცხლის რამდენიმე ბოლო ეპიზოდი, ყველას მოუწოდა ცხოვრება გააგრძელონ ბზობის დღესასწაულის მხიარული განწყობით, სიყვარულით, რწმენითა და სითბოთი,  განუდგნენ მარტოობას, იცხოვრონ  ქრისტეს რწმენით, რამეთუ ჩვენი   მაცხოვარი ყველგან ჩვენს სულშია, თავის სიყვარულით.   მეუფე ვაზგენმა ქრისტიანულ სამყაროს   მიულოცა ბზობის  მხიარული დღესასწაული.   

ბზობის დღესასწაული წლების წინ სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა, უწმინდესმა და უნეტარესმა გარეგინ მეორემ   გამოაცხადა ბავშვების კურთხევის დღედ, საღმრთო ლიტურგიის შემდეგ ეკლესიებში მღვდელმსახურთა მიერ შესრულდა ბავშვების კურთხევის  წესი.

დღის განმავლობაში არ წყდებოდა ხალხის  ნაკადი სომეხთა ეკლესიებისკენ. სულიერმა მამებმა  აკურთხეს მორწმუნეთა მოტანილი   ტირიფისა და პალმის ტოტები -   დღესასწაულის განსაკუთრებული სიმბოლო.   

ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში დღესასწაულთან დაკავშირებით სამცხე-ჯავახეთისა და წალკის  საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის, არქიმანდრიტ  ბაბგენ სალბიანის საპატიო წინამძღოლობით აღევლინა საღმრთო ლიტურგია, შესრულდა ბავშვების კურთხევის წესი და ყველა პატარას გადაეცა ბუშტები.

ხალხმრავლობა იყო ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში. საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ  მაღალი რანგის სტუმრები,  საზოგადოების ლიდერები, მრავალი მორწმუნე. ღირსეულმა მღვდელმა, არარატ გუმბალიანმა  საღმრთო ლიტურგიის შემდეგ აკურთხა    ალექსანდრე მანთაშევის სახელობის ცენტრის  აღსაზრდელები და ბათუმელი პატარები.

ბზობის დღესასწაული საღმრთო ლიტურგიით და ბავშვების კურთხევით აღინიშნა ასევე ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“, ნინოწმინდის „სურბ სარგის“ ეკლესიებში. ეპარქიის სულიერი მოძღვრები  ეწვივნენ    ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის, მარნეულის, ბოლნისის და თეთრიწყაროს რაიონების სომხებით დასახლებულ სოფლებს და ადგილებზე აღავლინეს საღმრთო ლიტურგია, აკურთხეს დღის სიმბოლო - ტირიფის   და პალმის ტოტები და ბავშვები.   

საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ შესრულდა კარის გახსნის ცერემონია და გაიხსნა ეკლესიის ფარდები.

IMG 9602 IMG 9528 17837654 a 1 

IMG 6825 DSC 7985 17835196 PC161427 

1763220 a 2 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)