1geo

fb you od

ქალი გენოციდის წლებში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

Kin ev cexaspanutyun 

2017 წლის 12 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიაში,  სომეხთა გენოციდის ღონისძიებათა ციკლიდან გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით „ქალი გენოციდის წლებში“, რომელიც ინიცირებული იყო საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის მიერ,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის   „ჰაიარტუნ“  ცენტრთან ერთად.  მიზანი იყო აუდიტორიის გაფართოება და უცხოენოვანი მსმენელისთვის, მათ გასაგებ ენაზე,  სომეხთა გენოციდის  საშინელებების გაცნობა და    სომხური იდენტობის შენარჩუნების საქმეში  სომეხი ქალის როლის წარმოდგენა.

დარბაზი ხალხმრავალი იყო და წარმომადგენლობითი:   საქართველოში სომხეთის საელჩოს,საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, გაერო-ს ასოციაციის   ლტოლვილთა ინტეგრაციის "ღია სახლი’-ს პროექტის, საქართველოს ქალთა საბჭოს, ეზიდური რელიგიური და საერო,  ოსური სათვისტომოების წარმომადგენლები და  თბილისის სომხური საზოგადოების წევრები.

დარბაზი ღონისძიების შესაფერისად იყო გაფორმებული: სისხლით შეღებილი მდინარე ევფრატის იმიტაცია, სომეხი ქალის თავსაფარი, ქვიშაში ჩაფლული  ჯვარი, მსოფლიოში გაფანტული სომხობის სიმბოლო - ბროწეულის მარცვლები, და სანთლები, რომლებიც მომხსენებლებმა დაანთეს გენოციდის   წმინდანად შერაცხულ მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად.  

ღონისძიება გახსნა საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის თავმჯდომარემ, სუსანა ხაჩატრიანმა, მან თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ სომეხი ქალი ისტორიის ყველა ეტაპზე იყო სომეხი ხალხის იდენტობის ტაძრის  ერთ-ერთი ბურჯი, იცავდა და ინარჩუნებდა ოჯახს, ენას, რწმენასა და კულტურას. გენოციდის წლებში გაიარა  ბარბაროსული წამების, გაუპატიურების და ისლამიზაციის საშინელებები, მაგრამ შეძლო  ღიად თუ მალულად   ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება, სომხურად ლოცვა და შვილებისთვის იავნანას სიმღერა.  

მომხსენებლებმა: საქართველოს მშვიდობის ფონდის თავმჯდომარემ, გიორგი თუმასიანმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლებიშ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა, ანჟელა საროიანმა, საზოგადო მოღვაწე სლავა მეჟდოიანმა,    თავიანთ გამოსვლებში,   დოკუმენტური მაგალითებით,   საინტერესო ისტორიებით და სლაიდებით წარმოაჩინეს გენოციდის წლებში სომეხი ქალების გადატანილი საშინელება და  ტანჯვა, მოწამეობრივი სიკვდილი.  ხაზი გაესვა  20-ე საუკუნის დასაწყისში სომეხი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის თემის მიმართ მსოფლიოს სხვადასხვა ხალხების წარმომადგენელი რეჟისორების ინტერესსა და გადაღებულ  დოკუმენტურ  თუ მხატვრულ  ფილმებს.

ინნა სუქიასიანის სიტყვა იქცა მადლიერების გამოხატულებად  ყველა იმ ქვეყნისა და  მისიონერთა მიმართ,  ვინც ობოლ ბავშვებს  თავშესაფარი მისცა, იმ ქვეყნებს, ვინც არსებობის შესაძლებლობა მისცა რის ვაივაგლახით გადარჩენილ სომხებს. გამომსვლელმა წარმოადგინა პრემია „ავრორა“, მისი დამფუძნებლების,  ერის ღირსეული შვილების  - ვარდან გრეგორიანის, ნუბარ აფეიანის და რუბენ ვარდანიანის სახელები გააჟღერა, და ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ პრემიის პირველი   მფლობელი ქალბატონია. პრემია „ავრორა“ ყოველწლიურად, 24 აპრილს, მიენიჭება უდიდეს ჰუმანისტს.

ბოლოს ნაჩვენები იქნა სიუზან ხარდალიანის  „ბებიაჩემის ტატუები“  და „ავრორას“ პრემიის შესახებ დოკუმენტური ფილმები.  

სომეხთა გენოციდის 102-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს სომეხთა ეპარქიაში გრძელდება.

IMG 9838 IMG 9841 IMG 9859 IMG 9874 

IMG 9896 IMG 9909 IMG 9916 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)