სიახლეები
|
2017 წლის 30 სექტემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში სურბ გევორგ მხედართმთავრის დღესასწაული სათანადოდ აღინიშნა. ეს დღე ასევე იყო „სურბ გევორგ“ ეკლესიის მოლოცვის დღე.
|
დაწვრილებით...
|
სიახლეები
|
2017 წლის 18-20 სექტემბერს ერევნის კარენ დემირჭიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში გაიმართა სომხეთი-დიასპორა მე-6 სრულიად სომეხთა ფორუმი, რომელიც მიმდინარეობდა სლოგანით „ურთიერთნდობა, ერთობა და პასუხისმგებლობა“ და გამოირჩეოდა თავისი წარმომადგენლობით. ფორუმს ესწრებოდა 1800-მდე მონაწილე 71 ქვეყნიდან. საქართველოს სომხურ სათვისტომოს წარმოადგენდა 54 მიწვეული თბილისიდან, ბათუმიდან, სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებიდან. მონაწილეები სომხური ორგანიზაციების და სტრუქტურების, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ორგანიზაციების სომეხი ხელმძღვანელები, ინტელიგენციის წარმომადგენლები და სათვისტომოს მოღვაწეები იყვნენ.
|
დაწვრილებით...
|
სიახლეები
|
სომხეთის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებას თანამშრომლობის რამდენიმე წლის ისტორია აკავშირებს. ეს თანამშრომლობა თანდათან ფართოვდება და პატრიოტული და სამშობლოს სულისკვეთებით იმსჭვალება.
|
დაწვრილებით...
|
სიახლეები
|
თბილისში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაცია, თავმჯდომარის, არა ბაბლოიანის, ხელმძღვანელობით, 2017 წლის 26 სექტემბერს, ეწვია სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონს, სადაც მას დახვდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის დიპლომატები, მღვდელმსახურები. სტუმრებმა ყვავილებით შეამკეს ერის დიდებულთა საფლავები, ეპარქიის წინამძღვრის ხელმძღვანელობით შესრულდა პარაკლისი.
|
დაწვრილებით...
|