სიახლეები
|
ზაფხულის თვეებში თითქმის არ დახურულა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის „ალექსანდრე მანთაშიანც“ საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ცენტრის კარი. აქ სამუშაოებმა შეიცვალა სახე - ტარდებოდა ფესტივალები, შეხვედრები, შემოქმედებითი ღონისძიებები, იღებდნენ სტუმრებს, მაგრამ ამ ყველაფერმა ხელი არ შეუშალა ცენტრის პედაგოგიურ პერსონალს, დირექტორ სონა ჰოვანისიანის ხელმძღვანელობით, სექტემბრის თვის პირველივე დღეებიდან სრული მზადყოფნით დაეწყოთ ახალი - 2017-2018, სასწავლო წელი.
|
დაწვრილებით...
|
|
სიახლეები
|
სომეხთა სამოციქულო ეკლესია ღვთისმშობლის დაბადების დღესასწაულს უცვლელად აღნიშნავს 8 სექტემბერს. მიმდინარე წელს ღვთისმშობლის დაბადების დღესასწაულს საქართველოს სომეხთა ეპარქიაში მომლოცველობა მიეძღვნა.
|
დაწვრილებით...
|
სიახლეები
|
2017 წლის 2-3 სექტემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოწვევით აჭარის რეგიონს ეწვია სომხეთის რესპუბლიკის ლორის რეგიონის დელეგაცია, გუბერნატორის, არტურ ნალბანდიანის ხელმძღვანელობით.
|
დაწვრილებით...
|
სიახლეები
|
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით და აჭარის, გურიისა და იმერეთის სომხების, ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერი მოძღვრის, მღვდელ არარატ გუმბალიანის მოწვევით, 2017 წლის 27 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ართიკის ეპარქიის ოცმა ახალგაზრდამ ზაფხულის არდადეგები გაატარა ულამაზეს ბათუმში. ქალაქ ართიკიდან და რაიონებიდან გაჭირვებული ოჯახების 13-იდან 18 წლამდე სომეხი ახალგაზრდები, ეპარქიის ვიკარიუსის, არქიმანდრიტ ნარეკ ავაგიანის, მღვდელ ვილენ ღაზარიანის და მღვდელ ლევონ ჰოვანისიანის თანხლებით, მიიღეს და მათი საცხოვრებლის, კვების და გასეირნების საკითხები მოაგვარეს აჭარაში მოქმედმა ART Company-ის ხელმძღვანელმა არტიომ თუმანიანმა, ორგანიზაცია MGM travel-ის ხელმძღვანელმა გრიგორ მკრტჩიანმა, V Gostyax u Edika ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ედუარდ მიქაელიანმა, Art and Travel compani-ს დირექტორმა ნარა გალსტიანმა, Geneva tours ორგანიზაციის დირექტორმა არაიკ მარუთიანმა, და სტუმრებისთვის უზრუნველყვეს უზრუნველი, ბედნიერი და მხიარული დღეები.
|
დაწვრილებით...
|
სიახლეები
|
კიზილქილისაში დაბადებული და ამჟამად მოსკოვში მცხოვრები ედგარ არამიანი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია არ ცხოვრობს მშობლიურ სოფელში, არ ივიწყებს მშობელ ხალხს, მშობლიურ მიწა-წყალს და უანგაროდ შეაქვს თავისი წვლილი მშობლიური მხარის და იქ მცხოვრებთა კეთილდღეობაში.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 79, სულ 280 |