1geo

fb you od

ართიკელი ბავშვების დასვენება ბათუმში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

glxavor

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით და აჭარის, გურიისა და იმერეთის სომხების, ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერი მოძღვრის, მღვდელ არარატ გუმბალიანის მოწვევით, 2017 წლის 27 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ართიკის ეპარქიის ოცმა ახალგაზრდამ ზაფხულის არდადეგები გაატარა ულამაზეს ბათუმში. ქალაქ ართიკიდან და რაიონებიდან გაჭირვებული ოჯახების 13-იდან 18 წლამდე სომეხი ახალგაზრდები, ეპარქიის ვიკარიუსის, არქიმანდრიტ ნარეკ ავაგიანის, მღვდელ ვილენ ღაზარიანის და მღვდელ ლევონ ჰოვანისიანის თანხლებით, მიიღეს და მათი საცხოვრებლის, კვების და გასეირნების საკითხები მოაგვარეს აჭარაში მოქმედმა ART Company-ის ხელმძღვანელმა არტიომ თუმანიანმა, ორგანიზაცია MGM travel-ის ხელმძღვანელმა გრიგორ მკრტჩიანმა, V Gostyax u Edika ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ედუარდ მიქაელიანმა, Art and Travel compani-ს დირექტორმა ნარა გალსტიანმა, Geneva tours ორგანიზაციის დირექტორმა არაიკ მარუთიანმა, და სტუმრებისთვის უზრუნველყვეს უზრუნველი, ბედნიერი და მხიარული დღეები.

დასვენების დღეებში ართიკელი ახალგაზრდები ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში დაესწრნენ საღმრთო ლიტურგიას, რომელიც აღავლინა არქიმანდრიტმა ნარეკ ავაგიანმა. შემდეგ სტუმრები ესტუმრნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ალექსანდრ მანთაშიანც“ საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრს, დაათვალიერეს საბავშვო ბაღის ოთახები და საკვირაო სკოლის საკლასო ოთახები, გაეცნენ ცენტრის საქმიანობას.

ართიკის ეპარქიიდან ჩამოსულმა ახალგაზრდებმა და მათმა თანმხლებმა სულიერმა მამებმა მადლიერება გამოუხატეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერ მოძღვარს და მასპინძელ ორგანიზაციებს ბათუმში გატარებული ზაფხულის დაუვიწყარი დღეებისთვის.

1 2 3 4