სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ერევნის ერებუნის ადმინისტრაციული რაიონის ხელმძღვანელი დავით გრიგორიანი, მეუღლესა და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში პასუხისმგებელ არტურ ოსიპიანთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა საქართველოს სომეხთა ეპარქიას.
2018 წლის 12 თებერვალს, თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია “რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“, რომელიც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალური მმართველობის აღდგენის 100 წლისთავს მიეძღვნა.
19 თებერვალი ყოველთა სომეხთა პოეტის ოვანეს თუმანიანის დაბადების დღე არის. 2018 წლის 19 თებერვალს, ტრადიციის თანახმად, თბილისელი სომხები ეწვივნენ სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის...
ნიჭიერი მხატვრის, სომხეთის რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწის, პროფესორ, მხატვარ სუსანა მკრტჩიანის ხელოვნებით დატკბობის შესაძლებლობა ჰქონდა ნინოწმინდის ხელოვნების მოყვარულ საზოგადოებასაც.
2018 წლის 14 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით, საკურთხევლის ღია ფარდების წინ აღევლინა სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია.