ქალაქ ერევნის ერებუნის ადმინისტრაციული რაიონის ხელმძღვანელის ვიზიტი საქართველოს სომეხთა ეპარქიაში |
სიახლეები |
სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ერევნის ერებუნის ადმინისტრაციული რაიონის ხელმძღვანელი დავით გრიგორიანი, მეუღლესა და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში პასუხისმგებელ არტურ ოსიპიანთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა საქართველოს სომეხთა ეპარქიას. ვიზიტი დაიწყო 19 თებერვალს, ქ. თბილისში, „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიიდან. დედა სამშობლოდან ჩამოსული თანამდებობის პირს და მის მეუღლეს შეხვდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი. წინამძღვარმა სტუმრებს წარუდგინა ეპარქიის საკათედრო ეკლესიის ისტორია, რეკონსტრუქციის პროცესი და უნიკალური სილამაზის ფრესკების აღმოჩენა ბათქაშის ფენის ქვეშიდან. უძველეს ეკლესიაში სანთლების დანთების და ლოცვის, ეკლესიის ეზოში დასვენებულ საიათნოვას და სომეხი გენერლების საფლავებთან ქედის მოხრის შემდეგ, სტუმრებს ეპარქიის წინამძღვრის რეზიდენციაში გაუმასპინძლდნენ. გამართული თბილი საუბარი შეეხო სომხური სათვისტომოს სულიერ და კულტურულ ცხოვრებას, მოსახლეობის სომხურ ენაზე განათლებას და ეროვნული სულისკვეთების შენარჩუნებას. შეხვედრის დასასრულს საჩუქრების გაცვლა მოხდა. იმავე დღეს დავით გრიგორიანი, მისი მეუღლე და დელეგაციის წევრები, მეუფე ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით, ეწვივნენ სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონს, აქ შეუერთდნენ საქართველოს სომხური სათვისტომოს წევრებს, რომლებიც დიდი ლორელის დაბადების დღეს თავიანთ სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავენ სრულიად სომეხთა პოეტის საფლავის ყვავილებით შემკობით და პარაკლისით. ქალაქ ერევნის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი დაესწრო ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ოვანეს თუმანიანის სახლი" ცენტრში თოჯინების თეატრის საზეიმოდ გახსნას. „ძაღლი და კატა“ წარმოდგენის შემდეგ ბატონმა გრიგორიანმა მეუღლესთან ერთად დაათვალიერა ცენტრი, ცენტრის ბიბლიოთეკა, გაეცნო სახლის ეპარქიისთვის გადმოცემის ისტორიას. ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს ერევნის ერებუნის ადმინისტრაციული რაიონის ხელმძღვანელი ეწვია საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრს. ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა და "ჰაიარტუნ" ცენტრის ხელმძღვანელმა ლევონ ჩიდილიანმა სტუმრებს გააცნო "ჰაიარტუნ" ცენტრის შექმნის ისტორია და საქმიანობა, აქ მოქმედი სიმღერის, ცეკვის, საესტრადო ანსამბლის, დოლისა და დუდუკის და ესთეტიკური აღზრდის წრეების საქმიანობა. სტუმრები ეწვივნენ ასევე "ჰაიარტუნ" ცენტრში მოქმედ "სურბ მოვსეს ხორნაცი" საბავშვო ბაღს. აღსაზრდელები სტუმრებს დახვდნენ სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნების შესრულებით. ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორმა და საბავშვო ბაღის ხელმძღვანელმა ევგენია მარკოსიანმა ისაუბრა საბავშვო ბაღის შესახებ, მისი შექმნისა და განვითარების პროცესზე და წარმოადგინა ბავშვების დღის განრიგი. ბავშვებს სტუმრების საპატივცემულოდ მომზადებული ჰქონდათ დედა ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მონტაჟი, რაც წარმოადგინეს განსაკუთრებული ჟღერადობით. დავით გრიგორიანს საბავშვო ბაღის აღსაზრდელთათვის მოტანილი ჰქონდა სხვადასხვა სათამაშოები, რაც მათ დღეს უფრო მხიარულს გახდის. სტუმრების ოფიციალური ვიტის ბოლო გაჩერება იყო გარი დავთიანის კულტურის სახლი, სადაც დიასახლისის, ქალბატონი ჟანა დავთიანის თბილი მასპინძლობის და თოჯინების თეატრის მშვენიერი თამაშის აღტაცებით ყურების შემდეგ ისინი ნათელი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სამშობლოში, ეპარქიასთან თანამშრომლობის გაღრმავების და უფრო ნაყოფიერად გაგრძელების განზრახვით. |