1geo

fb you od

ახლად დანიშნული მღვდლის პირველი საღმრთო ლიტურგია საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 14 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით, საკურთხევლის ღია ფარდების წინ აღევლინა სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია.

თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით, ახლად ხელდასხმულმა მღვდელმა კირაკოს სიმონიანმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა.1

საღმრთო ლიტურგიის დროს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა წარადგინა სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესის და უნეტარესის, გარეგინ მეორის განკარგულებით ეპარქიაში სამსახურში დანიშნული მღვდელი კირაკოს სიმონიანი. მეუფე ვაზგენმა მადლიერება გამოუხატა უწმინდესს, რომრლმაც გაითვალისწინა რა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში სულიერ მსახურთა მოთხოვნილება და ეპარქიის წინამძღვრის თხოვნა, ახლად ხელდასხმული მღვდელი კირაკოს სიმონიანი მსახურებაში დანიშნა საქართველოში. ეპარქიის წინამძღვარმა ისაუბრა მამა კირაკოსის სულიერი განათლების განვლილი გზის შესახებ და სასულიერო პირების და მორწმუნე ხალხის სახელით კეთილი მობრძანება და გულმოდგინე სამსახური უსურვა მამა კირაკოსს.

2მამა კირაკოსმა თავის ქადაგებაში მადლიერება გამოუხატა სრულიად სომეხთა კათოლიკოსს, უწმინდესსა და უნეტარესს, გარეგინ მეორეს, და მეუფე ვაზგენს, სასულიერო მსახურების თბილისში განხორციელების მისთვის მიცემული შესაძლებლობისთვის. შემდეგ იქადაგა დღის საიდუმლოზე, წარმოადგინა ქრისტეს დასახვედრად მისული მოხუცი სიმეონის სახე, მწირველმა მღვდელმა ქადაგება დაასრულა მირქმის მილოცვით და მსოფლიოს მშვიდობა უსურვა.

ახლად დანიშნული მღვდელი კირაკოსი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის განკარგულებით დანიშნულია თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის სულიერი მოძღვრის თანაშემწედ, ასევე სულიერ ინსპექტორად „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო და კულტურულ ცენტრში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)