1geo

fb you od

სოფელ წითელში აკურთხეს სომეხთა გენოციდის წმინდანად შერაცხულ მოწამეთა ხსოვნის ხაჩქარი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

DSC03676 

მარნეულის რაიონის სოფელ წითელში 200-მდე ოჯახი ცხოვრობს, ადგილობრივ უხუცესთა მონათხრობის თანახმად, სოფელს 100 წლის ისტორია აქვს, სოფელი სომხებით არის დასახლებული და აქ, ძირითადად, დასავლეთ სომხეთიდან გადმოსახლებულ და რისვაივაგლახით გადარჩენილთა შთამომავლები ცხოვრობენ. ცხოვრებისათვის ხელსაყრელი პირობებით ამ ტერიტორიაზე დასახლებით, სომხებმა შეინარჩუნეს მშობლიური ენა, სარწმუნოება, ეროვნული ღირებულებები. მაგრამ საბჭოთა უღმერთობის ეპოქაში მათ არ ჰქონდათ სამლოცველო და ეკლესია, ღვთის სახლის ნაკლებობა აქ ყოველთვის იგრძნობოდა.

და ახლა საქართველოს სომეხთა ეპარქიის მხარდაჭერითა და ქველმოქმედი ვილიამ ხაჩატურიანის შემოწირულობებით, 2012 წელს აქ აშენდა და საზეიმოდ იკურთხა „სრბოც ავეტარანაჩაც“ სამლოცველო, სადაც ეპარქიის სასულიერო პირები პერიოდულად საღმრთო ლიტურგიებს აღავლენენ და ასრულებენ რელიგიურ რიტუალებს.

სომეხთა გენოციდის მე -100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს სოფელი გამოეხმაურა გენოციდის წმინდანად შერაცხულ მოწამეთა ხსოვნის ხაჩქარის აღმართვით, რომელიც სოფლის მკვიდრთა, ამჟამად რუსეთში მცხოვრები გიორგი ელოიანის, დავით დავთიანის და სხვების შემოწირულობით აღიმართა, და რომლის კურთხევის საზეიმო ცერემონია გაიმართა 2015 წლის 26 ივნისს.

ჯერ კიდევ დილით საოფელ კარმირში ჩასულმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სულიერმა მსახურებმა, მღვდლებმა სამველ თოროსიანმა და მანუკ ზეინალიანმა „სრბოც ავეტარანაჩაც“ სამლოცველოში შეასრულეს რელიგიური რიტუალი და მოამზადეს ნათლობა, შემდეგ სოფლის სხვადასხვა ასაკის მცხოვრები მოინათლა.

მანამდე კი, ხაჩქართან იყო შეკრებილი სოფლის საზოგადოება. ერევნიდან ჩამოსული „ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდის“ დელეგაციის და საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმღვანელობის მონაწილეობით გაიმართა ხაჩქარის კურთხევის ცერემონია. კულტურის განყოფილების დირექტორმა ლევონ ჩიდილიანმა მიმართა დამსწრეებს, ისაუბრა სოფელ წითელში ხსოვნის ხაჩქარის აღმართვის მნიშვნელობაზე, როგორც ადგილობრივთა პატივის მიგებაზე ერის განადგურებილი და ადგილებიდან აყრილი წინაპრების ხსოვნისადმი. მან დამსწრეებს გადასცა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩის - იური ვარდანიანის, კეთილი სურვილები.

სულიერმა მამებმა წმინდა მირონით აკურთხეს მილიონნახევარი მოწამის ხსოვნის ხაჩქარი. მღვდელმა სამველ თოროსიანმა ისაუბრა ასევე ანგელოზებად ქცეულ წმინდა მოწამეთა მფარველობის საიდუმლოზე, რომელიც ხაჩქარის მეშვეობით შეეწევა სოფლის მოსახლეობას. მამა სამველმა დამსწრეებს გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა, წინაპართა ხსოვნის შენარჩუნებისა და თაობებისათვის გადაცემის ანდერძით.

დამსწრეებს მიმართეს ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდის ოფისის ხელმძღვანელმა სამველ მკოიანმა, საქართველოს სომეხთა ეპრქიის საინფორმაციო განყოფილების დირექტორმა სუსანა ხაჩატრიანმა, ვილიამ ხაჩატრიანმა კი მადლობა გადაუხადა ქველმოქმედებს და სოფლის მოსახლეობას ხსოვნის ხაჩქარის აღმართვისა და სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა პატივის მიგებისათვის. ამაღელვებელი იყო სოფლის ბავშვების მიერ მარადმწვანე ნაძვების დარგვა ხაჩქართან და მერე მუჭა-მუჭა მოტანილი წყლით ხეების მორწყვა.

აქვე დავსძენთ, რომ სოფელ წითელში სომეხთა გენოციდის წმინდანად შერაცხულ მოწამეთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ხაჩქარი პირველია ქვემო ქართლის რეგიონის მარნეულის რაიონის სომხებით დასახლებულ სოფლებში. სომეხთა გენოციდის მე -100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ისევ გრძელდება.

DSC03679 DSC03689 DSC03696 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)