1geo

fb you od

იწყება ბათუმის ალექსანდრე მანთაშევის სახელობის ცენტრის აღდგენითი სამუშაოები PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

batumi 

2015 წლის 1 ივნისს, ბათუმში დაიწყება ალექსანდრე მანთაშევის სახელობის საგანმანათლებლო, კულტურულ და ახალგაზრდული ცენტრის აღდგენითი სამუშაოები.

ცენტრი, რომელიც შეძენილ იქნა 2015 წელს, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, გარემონტდება ვარდან ჯინიშიან ხსოვნის ფონდის მატერიალური სახსრებით.

სამუშაოებს გააკონტროლებს ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის, აჭარის, გურიისა და იმერეთის სომხების სულიერი მოძღვარი მღვდელი არარატ გუმბალიანი. ამ დღესთან დაკავშირებით, სამდღიანი სამუშაო ვიზიტით აჭარაში იმყოფებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, საეპისკოპოსოს ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამუშაოთა განყოფილების დირექტორ კარენ ერიციანის თანხლებით.

წინამძღვარმა, საეპისკოპოსოს ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამუშაოთა განყოფილების დირექტორსა და სხვა სპეციალისტებთან ერთად, დაათვალიერა და განიხილა ჩასატარებელ სამუშაოთა მოცულობა,სამუშაოების განხორციელების და დასრულების ვადები.

ვიზიტის ფარგლებში, წინამძღვარი შეხვდა ბათუმში ალექსანდრე მანთაშევის სახელობის ცენტრის დირექტორ სონა ჰოვანისიანს, მასთან ერთად განიხილეს ცენტრის მომავალი სამუშაოების პროგრამა. როგორც აღნიშნა ქალბატონმა სონამ, ცენტრში იმოქმედებს საბავშვო ბაღი, ერთდღიანი სკოლები (შაბათის და კვირის), სიმღერის გუნდი, ცეკვის წრე, ესთეტიკური აღზრდის წრე, სოციალური სამსახური, ახალგაზრდული განყოფილება. წლის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები გაიმართება ჯგუფების აღსაზრდელთა მონაწილეობით.

მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მაღალი შეფასება მისცა მღვდელ არარატ გუმბალიანის და ბათუმის სომხური სათვისტომოს წევრთა სამუშაოს.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, თანმხლებ პირებთან ერთად ეწვია ბათუმში სრ გენერალურ საკონსულოს, სადაც გენერალურ კონსულ არამ გრიგორიანთან ერთად განიხილეს ცენტრის, სასულიერო პირთა და საკონსულოს ერთობლივი სამუშაოები.

DSC 3086 DSC 3104 DSC 3118 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)